SEPtips: დევიდ ალენი – საჭირო დროს გადახედეთ საჭირო საქმეებს

თქვენი პირადი სისტემა და ქცევები იმგვარად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ შეგეძლოთ მოქმედებასთან დაკავშირებულ ყველა მოქმედებას მაშინ გადავხედოთ, როდესაც ამის საჭიროება დაგიდგებათ, როდესაც ხელმძღვანელობასთან ანდა პარტნიორთან დისკუსიას აპირებთ, ერთი წუთი გამოძებნეთ და თვალი გადაავლეთ საკითხებს, რომლებსაც საუბრისას შეეხებით, რაც მოგანიჭებთ რწმენას, იმისას, რომ დროს კი არ ფლანგავთ, მაქსიმალურად ეფექტურად იყენებთ.

ჩვეულებრივ გასაკეთებელი საქმეების გადახედვისათვის დღეში რამდენიმე წამიც საკმარისია; მთავარია, საჭირო დროს გადახედოთ საჭირო საქმეებს.

იმისათვის, რომ შეაფასოთ, თუ რა გაქვთ გასაკეთებელი, გადახედეთ ყველაზე ხშირად, კალენდრიან დღიურსა და ყოველდღიურ სამახსოვროების საქაღალდეს. უბრალოდ, სიის გადახედვა გასაკეთებელ საქმეებში პრიორიტეტების სათანადოდ განსაზღვრისა და მოცემულ სიტუაციაში სწორი არჩევანის გაკეთების საშუალებას მოგცემთ. ადამიანი ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი მომენტი არ რჩება, მისი ყურადღების მიღმა.

აუცილებელია საკუთარი საორგანიზაციო სისტემის რეგულარული განახლება, საკმარისია დაწმენდილ გონებას ერთხელ გაუსინჯო გემო, ერთხელ გამოცადო, რას ნიშნავს, აკონტროლებდე ყველაფერს, რაც კი შენს ცხოვრებაში ხდება, გიჩნდება სურვილი, გააკეთო ყველაფერი, რომ მიღებული სტანდარტი შეინარჩუნო.

იმისათვის, რომ ჩვენი ცოდნა ნაყოფიერი იყოს, ერთდროულად ხის დანახვაც უნდა შეგვეძლოს და ტყისაც. შესაბამისად, სხვადასხვა საგნის ერთმანეთთან დაკავშირება უნდა ვისწავლოთ”. – პიტერ ფ. დრუკერი

ყოველკვირეულ გადახედვას დიდი მნიშვნელობა სწორედ გადამეტებულად აქტიური ცხოვრების წესის გამო აქვს; ის ინტუიცისს გამძაფრებასაც უწყობს ხელს და კვირის განმავლობაში შემოსული ინფორმაციისა და გონების დაბინდვის მორევში ჩაძირვის საშუალებას არ გვაძლევს, აუცილებელია, ისწავლოთ რაღაცეებზე უარის თქმა. ყოველკვირეული გადახედვა უნდა მოიცავდეს სამუშაო პროცესის მართვის ყველა ეტაპს, ანუ განსაკუთრებული ვალდებულებების, ზრახვებისა და მისწრაფებების თავმოყრას, განსაზღვრას, დახარისხებასა და გადახედვას.

წყარო: საქმესთან გამკლავების ხელოვნება
რჩევები
SEPtips: დევიდ ალენი – როგორ ვმართოთ ვალდებულებები
მეტი: ვიკიპედია დევიდ ალენის შესახებ

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).