SEPtips: დაუჯერეთ საკუთარ თავს და დაიწყეთ!!!

რობერტ კიოსაკი, რომელმაც შექმნა „ფულის ნაკადის კვადრანტი“, გვირჩევს: „ანგარიში გაუწიეთ საკუთარ სიტყვებს, ყველა სიტყვა სარკეა, ისინი აირეკლავენ იმას, რასაც ფიქრობთ“.

ადამიანები იყენებენ სიტყვებს, რომლებიც მათ შეხედულებებს და ემოციურ მდგომარეობას გამოხატავენ. თუ თქვენ არ იცით თქვენი ემოცია როდის აყალიბებს თქვენს აზრს, მაშინ ვერასდროს შეძლებთ გადასვლას ფულის ნაკადის კვადრანტს ერთი სექტორიდან მეორეში.  თქვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს უფრო მეტი ვიდრე გამდიდრება.

ეცადეთ დღეს უფრო დიდი იყოთ, ვიდრე გუშინ, არ დაინანოთ დრო სწავლისათვის და თქვენი სამყარო სწრაფად შეიცვლებაარასოდეს გაექცეთ სწავლას, გახსოვდეთ, მხოლოდ თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც განსაზღვრავს საკუთარ იმიჯსა და რეპუტაციას. მოუსმინეთ თქვენს ეჭვებს, შიშებს აზრებს, გაანალიზეთ ისინი, გაბედულად ჩახედეთ თვალებში შიშსა და ეჭვებს და თქვენთვის ახალი სამყარო გაიღება.

იყავით საკუთარი თავისადმი სამართლიანი. მინიმუმამდე დაიყვანეთ თქვენი ვალისა და დავალიანების თანხა. იცხოვრეთ თქვენი შესაძლებლობების ფარგლებში და ეცადეთ გაზარდოთ იგი: თუ დაქირავებული თანამშრომელი ხართ, ეს ერთი დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ გახსოვდეთ არსებობს კიდევ სამი სექტორი 😉 .

დაუჯერეთ საკუთარ თავს და დაიწყეთ!!!

როგორც კი გაბედავთ, ცხოვრება ნამდვილად ადვილი და მარტივი გახდება, საკუთარი ბიზნესის მოფიქრება არც ისეთი რთულია როგორც წარმოგიდგენიათ, საჭიროა მხოლოდ ჯანსაღი და ლოგიკური აზროვნება.

წყარო:  რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).