2015 წლის 16 ოქტომბერს, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში (SBA), სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) პროექტის – „ჩემი საყვარელი საქმე“ – ფარგლებში მოეწყო ღონისძიება. ღონისძიების მიზანია საბაჟო მიმართულების სტუდენტებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ საბაჟო საქმესთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ. დღევანდელი პროექტი ეხებოდა საერთაშორისო გადაზიდვებს.
„საბაჟოზე ხშირად გვხვდება კონტეინერით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებები. საკონტეინერო გადაზიდვამ ჩატვირთვა/გადმოტვირთვის სიმარტივის გამო, დიდი გავრცელება ჰპოვა მსოფლოში. დღეს გადავწყვიტეთ SBA-ს საბაჟო მიმართულების სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული მხატვრული ფილმი „კაპიტანი ფილიპსი“. ფილმში საინტერესოდაა გაშუქებული თუ როგორ ხორციელდება და რა სიძნელეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთაშორისო გადაზიდვები“ – განაცხადა პროექტის მენეჯერმა ლაშა ნადირაშვილმა.
პროექტზე მუშაობდნენ საქართველოს ბიზნესის აკადემიის სტუდენტები ლაშა ნადირაშვილი და ნინო ქობულია.
რა არის პროექტი MFJ: MFJ – ჩემი საყვარელი საქმე
ფილმის ნახვა: კაპიტანი ფილიპსი
დოკუმენტური ფილმი: CAPTAIN PHILIPS SOMALI PIRATES INSIDE STORY
პროექტის სპონსორი: საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA