ბილ გეიტსი ხშირად სტუმრობს სკოლებს, გამოდის სიტყვით და მოსწავლეებს დაუნანებლად უზიარებს თავის გამოცდილებას. აუდიტორიის წინაშე ყოველი გამოსვლისას ის ჩამოთვლის 11 საკითხს, რომლებსაც, მისი აზრით, სკოლებში არ ასწავლიან:
1. ცხოვრება უსამართლოა – მიეჩვიეთ ამას.
2. საზოგადოებას საერთოდ არ აწუხებს შენი თვითშეფასება, ის შენგან მიღწევებს ელის.
3. თქვენ ვერ მიიღებთ წელიწადში 60 000 დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე და ვერ გახდებით ვიცე-პრეზიდენტი პირადი მძღოლით, სანამ არ გამოიმუშავებთ ამისთვის საჭირო თანხას.
4. თუ მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მკაცრად გექცევათ, ეს მხოლოდ დასაწყისია; დაიცადეთ, სანამ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება „ბოსი”.
5. ჰამბურგერების მომზადება გეთაკილებათ? ძალიან ცდებით. თქვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის ჰამბურგერის მომზადება იყო შანსი ამ ცხოვრებაში ფეხის მოსაკიდებლად.
6. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, ნუ გადააბრალებთ მშობლებს. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე! შეცვალეთ წარუმატებლობის მიმართ თქვენი დამოკიდებულება.
7. მშობლები ყოველთვის არ ყოფილან ისეთი მოსაწყენები, როგორებადაც ახლა გეჩვენებიან. იქნებ თქვენზე გამუდმებულმა ზრუნვამ აქცია ისინი ასეთებად? ასე რომ, სანამ მშობლების თაობას გააკრიტიკებდეთ, დაიწყეთ საკუთარი თავით.
8. სკოლაში უამრავი შანსი გეძლევათ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები – გადააბაროთ გამოცდები, შეიცვალოთ სკოლა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა!
9. ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, თქვენ არ გექნებათ ზაფხულის არდადეგები და არც თქვენი ხელმძღვანელი დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში – ამის გაკეთება თავად მოგიწევთ.
10. ტელევიზორში არ აჩვენებენ „ნამდვილ ცხოვრებას”. რეალურ ცხოვრებაში ვერ მოახერხებთ მთელი დღე მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომას.
11. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას „მზუთხველებთან” – რომელიმე მათგანი სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა თქვენი ბოსი გახდეს.
წყარო: „არჩევანი – მე, არადანი – შენ“, ანუ საგანი, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლით
ვინ არის ბილ გეიტსი: ბიოგრაფია: ბილ გეიტსი
ბილ გეიტსის სხვა რჩევები: SEPtips: რჩევები ბილ გეიტსისგან
საინტერესო ფაქტები: SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
მეტი: ვიკიპედია ბილ გეიტსის შესახებ