SEPtips: ბედნიერება სჯობს თუ ბედნიერებაზე მეტი

რჩევები მათთვის, ვისაც თავიდანვე სურს გააზრებული გადაწყვეტილების მიღება ოჯახის შექმნასთან დაკავშირებით, ან მათთვის, ვისაც უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, მაგრამ რატომღაც ოჯახის შექმნამ ვერ მოუტანა ისეთი ბედნიერება, როგორიც წარმოედგინა.

როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ და ოჯახს ქმნიან, რა თქმა უნდა, ეს არის ბედნიერების საუკეთესო მაგალითი.

რა არის ბედნიერებაზე მეტი?
როდესაც ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვართ, ოჯახს ქმნიან და ამავე დროს:
✔ არასდროს საყვედურობენ ერთმანეთს დაშვებული შეცდომის გამო;
✔ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ;
✔ ორივე მათგანი აზროვნებს ლოგიკურად და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს (მაგალითად შვილების მომავალთან დაკავშირებით, ოჯახურ ბიზნესთან დაკავშირებით) იღებენ ელემენტარული რისკების გათვლის საფუძველზე;
✔არასდროს არ გეგმავენ თითოეულ ნაბიჯს რადგან იციან, რომ გეგმის მიხედვით ცხოვრება მოსაწყენია;
✔ ორივე მათგანი ნიჭიერია ხელოვნების ერთ-ერთ დარგში მაინც (მაგალითად – მუსიკაში, ცეკვაში, მხატვრობაში);
✔ ორივე მათგანს სიამოვნებს თეატრში, კინოში, ოპერაში, კონცერტზე სიარული;
✔ ორივე მათგანს სიამოვნებს მოგზაურობა;
✔ ორივე მათგანს უყვარს როგორც თავისი სამსახური, ისე საოჯახო საქმეები (სახლის მოვლით დაწყებული, ბავშვების აღზრდით დამთავრებული);
✔ ორივე მათგანს უყვარს ქველმოქმედება;
✔ ორივე მათგანი ცდილობს ერთმანეთისთვის იდეალური იყოს.

იხილეთ სრულად: ბედნიერება სჯობს თუ ბედნიერებაზე მეტი

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).