ერთხელ, ერთმა ინდიელმა იპოვა არწივის კვერცხი და ჩადო ის ველური ამერიკული ინდაურის ბუდეში. დროთა განმავლობაში მისგან გამოიჩეკა არწივის მართვე, რომელიც შემდეგ იზრდებოდა ინდაურის ჭუკებთან ერთად. მთელი თავისი ცხოვრება ეს ფრინველი, – ფიქრობდა რომ იყო ინდაური, იქცეოდა როგორც ინდაური, ჩიჩქნიდა მიწას, ეძებდა მარცვლეულს და ჭიებს, გამოსცემდა მისთვის სრულიად შეუფერებელ, მაგრამ ინდაურისთვის დამახასიათებელ ხმებს, აფრინდებოდა ერთ ორ მეტრზე და ისიც დიდი გაჭირვებით.
ერთხელ, მან შენიშნა საოცარი ფრინველი, რომელიც ამაყად ნავარდობდა ზეცაში. ეს იყო დიდებული სანახაობა. ფრინველი იშვიათად, ოდნავ იქნევდა მძლავრ ფრთებს, მაგრამ ძალზე მაღლა დაფრინავდა და მეფურად მიაპობდა ჰაერს.
იხილეთ სრულად: არწივი და ინდაური