SEPtips: არტურ როკი – როგორ მოვიზიდოთ ფინანსები

ინვესტირების საკითხში თუკი ვინმეს ჭკუა მოეკითხება, ეს პირველ რიგში არტურ როკია. ის ცნობილი ბიზნესმენი და მრავალი კომპანიის, მათ შორის Apple – სა და Intel – ის ინვესტორია. არტურ როკი იხსენებს: „ცოტა ხნის წინ პრეზენტაციას ვატარებდი ინვეტიციის ჩადებასთან დაკავშირებით. აუდიტორიის ყველა კითხვა ერთი რამის გარშემო ტრიალებდა: „როგორ დავუკავშირდეთ ვენჩურულ კაპიტალისტებს?“ „რა სააქციო წილი შევთავაზოთ მათ?“ „როგორ მოვიზიდოთ ფინანსები?“ და ა. შ. არავის უკითხავს – როგორ ავაწყოთ ბიზნესი(?)!“.

კაპიტალის შესაგროვებლად აუცილებელია პრეზენტაციის კარგად ჩატარების უნარი, მაგრამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რას საქმიანობს რეალურად თქვენი ორგანიზაცია – ქმნით თუ არა რაიმე ღირებულს, გრძელვადიანსა და საზოგადოებისათვის სასარგებლოს.

როგორც წესი, ინვესტორებად გვევლინებიან ვენჩურული კაპიტალისტები (რისკზე წამსვლელი ინვესტორები), კომპანიების ყოფილი ხელმძღვანელები, ფონდები, სახელმწიფო ორგანიზაციები ან სულაც საკუთარი ოჯახი, თანამოაზრეები ან საერთოდ „გიჟები“. როგორც აღინიშნა, არტურ როკი აფინანსებდა და აფინანსებს უამრავ ცნობილ კომპანიას. ის სხვა ინვესტორებისაგან იმით გამოირჩევა, რომ არ არის მხოლოდ იღბალს მინდობილი ინვესტორი. აი რას გვირჩევს არტურ როკი კაპიტალის მოზიდვასთან დაკავშირებით:

თუ დაფინანსების მიღება გინდათ, უჩვენეთ ინვესტორს, რომ შეგიძლიათ ბიზნესის აწყობა, შექმენით რამე მნიშვნელოვანი, შექმენით რამე ახალი, ფულის გულისთვის კი არა, არამედ სამყაროს უკეთესობისკენ შესაცლელად. ეს ეხება როგორც მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს, ისე ახალშექმნილ, დაბალტექნოლოგიურ, არატექნოლოგიურ ან სულაც არაკომერციულ ორგანიზაციებს.

თუ დროს დახარჯავთ რაიმე მნიშვნელოვანი იდეის მოფიქრებასა და „ხორცშესხმაში“ (მაგალითად როგორც Apple), ინვესტორები ან დასწრებაზე იქნებიან, რომ ფული მოგცენ, ანდა მათი ფული საერთოდ აღარ დაგჭირდებათ. მაგრამ, თუ მთელ დროს მხოლოდ ინვესტორების ძებნაში დახარჯავთ, დიდი ალბათობით, ვერც ბიზნესს შექმნით და არც ფულს მოგცემთ ვინმე. ყველაფერი შეუძლებელი ჩანს მანამ, სანამ „ხორცი არ შეესხმება“. ბიზნესის არსიც სწორედ ამაშია – აკეთო ის, რასაც სხვები შეუძლებლად მიიჩნევენ.

ა. როკი

წყარო: იდეიდან პირველ მილიონამდე

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).