1. აკეთეთ მეტი, დოღს ხომ ის ცხენი იგებს, რომელიც მეტოქეებს ერთი თავით გაასწრებს;
2. არასდროს ავა მაღლა ის, ვინც არ აკეთებს იმას, რასაც ავალებენ და ისიც, ვინც იმაზე მეტს არ აკეთებს, რასაც ეუბნებიან;
3. განსაზღვრეთ ზუსტად რამდენი ფული გინდათ, რომ გქონდეთ, საკმარისი არ არის თქვათ: „მინდა ბევრი ფული მქონდეს“, იყავით ზუსტი და კონკრეტული;
4. ასაკის მატებასთან ერთად ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას, იმას, რას ამბობს ხალხი, მხოლოდ იმას ვუყურებ რას აკეთებენ ისინი;
5. ახლგაზრდა ადამიანისთვის საუკეთესო მემკვიდრეობაა სიღატაკეში დაბადება, არავითარ უნარებს და შესაძლებლობებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანი შეძლებულია;
6. ადამიანები, რომელთაც არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოტივირება, საშუალო დონეს უნდა დასჯერდნენ, მიუხედავად იმისა, რა დიდი ნიჭიც უნდა ჰქონდეთ;
7. სიმდიდრის დაგროვება კერპთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი ცუდი სახეა, არც ერთი კერპის თაყვანისცემა არ არის ისეთი დამანგრეველი, როგორიც ფულის;
8. პირველს ერგება ლოკოკინა, მეორე კი ყოველთვის ნიჟარით კმაყოფილდება;
9. ნამდვილად წარმატებული ის არის, ვინც ერთი გზა აირჩია და მთელი ცხოვრება მასზე იარა;
10. სიმართლე, შრომისმოყვარეობა და კონცეტრაცია – აი, ჩემი დევიზი.
SEPtips: ენდრიუ კარნეგი წარმატების შესახებ
