1. პროდუქციის წარმოებასა და გაყიდვის ყველა ეტაპის ერთ ხელში მოქცევა და გაკონტროლება;
როცა მშობლიურ ესპანეთში ბიზნესსაქმიანობას იწყებდა, ამანსიოს არ დაუქირავებია იაფფასიანი მუშახელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ამა უ იმ ამოცანის შესასრულებლად, რაც საშუალებას იძლეოდა, საქონელი უფრო იაფად გაეყიდათ. მთელ საქმეს, თუნდაც დიდ ფასად, ასრულებდნენ თანამშრომლები უშუალოდ კომპანიის სიახლოვეს, ამიტომაც საქონელს 12-ჯერ სწრაფად აწვდიდნენ მყიდველს, ვიდრე კონკურენტები. თანაც, არ იყო საჭირო ფულის ხარჯვა შუამავლების მომსახურებისათვის;
2. ამანსიო სამოსს მცირე პარტიებად აწარმოებდა. ეს მას აძლევდა საშუალებას, უარი ეთქვა დიდი ფართობის ძვირად ღირებული საწყობების საიჯარო გადასახადზე თუ ყიდვაზე;
3. ბრენდის ამოქმედებისთანავე ის მსოფლიოს მოდური სახლების კოლექციების კოპირებას ახდენდა და საკუთარ დიზაინერულ შტრიხებს ამატებდა, რაც საშუალებას აძლევდა, ყოველთვის აქტუალური და მოდური ყოფილიყო, ამისთვის გაკრიტიკებას ბიზნესმენი არასდროს შეუჩერებია;
4. სწორება მასებზე აიღო. ორტეგა მალე მიხვდა, რომ ძვირად ღირებულ ნივთებს მხოლოდ საზოგადოების შეძლებული ფენა ყიდულობს. შეძლებული ადამიანი კი არც ისე ბევრია. მოსახლეობის დიდი ნაწილი საშუალო ღირებულების ნივთებს არჩევს და თანაც, სურს დახლზე ერთდროულად მოდური და არცთუ ძვირად ღირებული სამოსი ნახოს. სწორედ აქ გააკეთა სწორი გათვლა ორტეგამ და ამან აქცია ის ერთ-ერთ წარმატებულ ბიზნესმენად.