მილიონობით ადამიანი ყოველდღიურად ყურადღებას სიღარიბესა და წარუმატებლობაზე ამახვილებს და ჭარბად ღებულობს მათ. არის ისეთი რაღაც, რისი კეთებაც თქვენ დედამიწაზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ.
ეძიეთ, სანამ არ იპოვით, აქციეთ ის თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზნის ობიექტად, შემდეგ მოახდინეთ მთელი თქვენი ძალების ორგანიზება და შეუდექით საქმეს იმ რწმენით, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ.
- პირველი ნაბიჯი -ცხოვრებაში თქვენი მთავარი მიზნის დადგენაა;
- შემდეგი ნაბიჯი – ეს მიზანი უნდა გამოხატოთ მკაფიო ფორმულირებით და ჩაიწეროთ;
- შემდეგ ამას უნდა მოყვეს გეგმა ან გეგმები, რომელთა მეშვეობით თქვენ აპირებთ თქვენი სურვილების ობიექტის მიღწევას;
- საბოლოო ნაბიჯი კი – იმ ადამიანებთან კავშირის დამყარებაა, რომლებიც ამ გეგმის შესრულებასა და თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზნის რეალობად ჩამოყალიბებაში მიიღებენ მონაწილეობას – კავშირი თქვენსა და მათ შორის უნდა იყოს დამყარებული, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ცხოვრებაში თქვენი ყველაზე მაღალი და საუკეთესო ინტერესები: თუ იმყოფებით ქორწინებაში, თქვენი მეუღლე კავშირის წევრი უნდა იყოს, რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში, თუ თქვნს შორის არის სიმპათია და ურთიერთრწმენა. კავშირის სხვა წევრები შეიძლება თქვენი მშობლები, დები, ძმები ან ახლო მეგობრები იყვნენ. კავშირის ყოველი წვრი თქვენი ობიექტის ბუნებას მთლიანად უნდა იცნობდეს; მხარს უნდა გიჭერდეს და ამ ობიექტისკენ უნდა ისწრაფვოდეს; მათ თქვენთან ერთად უნდა მოაწერონ ხელი თქვენი განსაზღვრული ობიექტის ფორმულირებას და თითოეულ მათგანს უნდა ჰქონდეს თქვენი განსაზღვრული მთავარი მიზნის წერილობითი ასლი.
ილოცეთ ამ მიზნის მიღწვისათვის, თუნდაც დღე-ღამეში ერთხელ; თუ გჯერათ ღმერთის არსებობის, შეავედრეთ მას დახმარება იმის მიღწევაში, რაც ყველაზე მთავარია თქვენს ცხოვრებაში.
თქვენი კავშირის ერთ ან რამოდენიმე წევრთან ერთად ყოველდღიურად გაიმეორეთ რომ, თქვენ შეგიძლიათ თქვენი მიზნის მიღწევა და მიაღწევთ მას – ეს უნდა გააკეთოთ მანამ, სანამ არ მიაღწევთ თქვენს მიზანს, რა დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. დრო და დრო შეიძლება გეგმის შეცვლა დაგჭირდეთ, ყოყმანის გარეშე შეიტანე ეს ცვლილებები; დაუყონებლივ შეცვალეთ თქვენი მეგობრული კავშირის ის წევრი, რომელიც დაკარგავს ზეგონების კანონის რწენას – თქვენ ვერ მიაღწევთ თქვენს მიზანს, თუ თქვენს გარშემო დაუნდობელი და არამეგობრული თანაშემწეები არიან.
თქვენ მუდმივად უნდა იფიქროთ თქვენი განსაზღვრული მიზნის ობიექტზე, თუ ერთი გეგმა არ გაამართლებს, მაშინვე შეცვალეთ მეორეთი.
ამ საქმეში აუცილებელია ჟ ი ნ ი – უწყვეტი და მტკიცე, დაჟინებული ძალისხმევა.
წყარო: ნაპოლეონ ჰილი – წარმატების სტრატეგია, წარმატების კანონი, იფიქრე და გამდიდრდი
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები