- ორი რამ არის უსასრულო – სამყარო და ადამიანთა სიბრიყვე, თუმცა სამყაროს შემთხვევაში დარწმუნებული არ ვარ;
- გონებასუსტობაა აკეთო ერთი და იგივე რამ და განსხვავებულ შედეგს ელოდე;
- ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი – იცხოვრო ისე, თითქოს არაფერია სასწაული, ხოლო მეორე – იცხოვრო ისე, თითქოს ყველაფერი სასწაულია;
- წარმოსახვის უნარი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა, ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვის უნარი კი მსოფლიოს იპყრობს;
- ლოგიკით შესაძლებელია A–დან Z–მდე მიხვიდე,ხოლო წარმოსახვის უნარი ყველგან მიგიყვანთ;
- განსხვავება ჭკვიანსა და ბრიყვს შორის ისაა, რომ სიჭკვიანეს თავისი საზღვრები აქვს;
- ვისაც შეცდომა არ დაუშვია, არასოდეს უცდია რაიმე ახალი;
- ცხოვრება ველოსიპედის ტარებას ჰგავს, თუ არ გინდა დაეცე, განაგრძე მოძრაობა;
- მე არასოდეს ვფიქრობ მომავალზე, ის ისედაც ძალიან მალე მოდის;
- განათლება არის ის, რაც რჩება მას შემდეგ რაც სკოლაში ნასწავლი გვავიწყდება;
- ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმ შესაძლებლობით, რომ ხეზე ავიდეს, მაშინ მთელი ცხოვრების მანძილზე თევზი დაიჯერებს რომ ბრიყვია;
- ისწავლეთ გუშინდელი დღისგან, იცხოვრეთ დღევანდელი დღით, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნუ შეწყვეტთ კითხვების დასმას;
- კაცები ქორწინდებიან ქალებზე იმ იმედით, რომ ისინი არასოდეს შეიცვლებიან. ქალები კი ქორწინდებიან კაცებზე იმ იმედით, რომ ისინი შეიცვლებიან. საბოლოო ჯამში, ორივე მათგანი იმედგაცრუებული რჩება;
- სიყვარული ბევრად უკეთესი მასწავლებელია, ვიდრე მოვალეობის გრძნობა;
- თუ A წარმატებაა, მაშინ A=X+Y+Z, სადაც X – შრომაა, Y – თამაში, Z – ენაზე კბილის დაჭერა.
წყარო: 15 ცხოვრებისეული გამონათქვამი ალბერტ აინშტაინისგან | www.4motivi.com