ფსიქოლოგები გვირჩევენ დავითვალოთ ათამდე, სანამ რაიმეს ვიტყვით კამათისას, რადგან ხშირად სიტყვა უფრო ვნებს, ვიდრე საქციელი. სტატიაში თავმოყრილია ცუდი ფრაზები, რომლებიც ვნებს ურთიერთობას. აქვეა მოცემული, თუ რომელი ფრაზებით შეიძლება მათი ჩანაცვლება.
9 ფრაზა კარგი ურთიერთობისთვის
- რაც გინდა, ის აკეთე. -> მოდი ერთად გადავწყვიტოთ რა გავაკეთოთ;
- არ მსურს შენთან საუბარი. -> მოდი ამ თემას მოგვიანებით დავუბრუნდეთ;
- ცუდად იქცევი. -> გულს მტკენ როდესაც ასე იქცევი;
- შენ არასდროს არაფერს არ აკეთებ სახლში. -> უშენოდ მიჭირს გავუმკლავდე სახლის საქმეებს;
- შენ ეს სპეციალურად გააკეთე რათა ჩემთვის გული გეტკინა. -> ვიცი, რომ ეს შემთხვევით მოგივიდა და არ გინდოდა ჩემი წყენინება;
- თუ დიეტას დაარღვევ, ვერასდროს ვერ გახდები. -> რთულია დიეტის დაცვა, თუმცა შენ ამას შეძლებ;
- ხომ გეუბნებოდი ასე იქნება მეთქი. -> სხვა დროს სხვაგვარად გავაკეთოთ;
- შენ მუდმივად კარგავ ნივთებს. -> მოდი დავფიქრდეთ რა ვუშველოთ გულმავიწყობას;
- ჩემს გარდა ვის რაში ჭირდები. -> შენ საუკეთესო ხარ.