(+995) 592 92 50 25; (+995) 557 05 53 33 info@sepia.ge
ყველაფერი გასაუბრების შესახებ
სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის ბიზნეს სკოლა
რატომ შეიქმნა კურსი
პაატა ცაგარეიშვილი
კურსის ავტორი, ეკონომიკის დოქტორი.
2005 წლიდან მუშაობს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში. პროფესიით არის საბაჟო საქმის მენეჯერი და ძალიან უყვარს თავისი პროფესია.
როგორც თვითონ აღნიშნავს – “სწორედ საბაჟო საქმის სიყვარულმა განაპირობა ის გარემოება, რომ რიგითი თანამშრომლიდან მენეჯერობამდე, ორჯერ ავედი კარიერულ კიბეზე, საფეხურის გამოტოვების გარეშე”.
2007 წლიდან, საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.
2007-2012 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ტრენერი საბაჟო სფეროს სტაჟიორთა მოსამზადებელ პროგრამებში.
2013 წლიდან არის საქართველოს ბიზნესის აკადემიის ასოცირებული პროფესორი.
2014 წლიდან არის სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის თანადამფუძნებელი.
სხვა “საქმენი საგმირონია”:
1.
უმეტესად გავრცელებულია ადამიანის 2 ხასიათი:
1. ბეჯითი, მაგრამ არაკომუნიკაბელური;
2. ზარმაცი, მაგრამ კომუნიკაბელური.
სკოლაში სწავლის პერიოდში, ჩემს მეზობლად ცხოვრობდა უნიჭიერესი ადამიანი გაგა, რომელიც ჩემზე 4-5 წლით უფროსი იყო. გაგა იმავე სკოლაში სწავლობდა, რომელშიც მე და საუკეთესო აკადემიური მოსწრებითა და სიბეჯითით, სამაგალითო ახალგაზრდა იყო უბანში. სამეზობლოში ხშირად გაიგონებდით დედების მიერ შვილებისთვის ნათქვამ – იმეცადინე შვილო, ხომ ხედავ გაგა როგორ სწავლობს. ან – გაგამ ისევ გაიმარჯვა მათემატიკის ტურში, შენ ერთი საკონტროლო ვერ დაგიწერია და ა.შ. …
… 2004 წელს დავამთავრე ბაკალავრიატი და გავაგრძელე მაგისტრატურა. მგისტრატურაზე სწავლის პირველსავე წელს გამოცხადდა კონკურსი საბაჟო დეპარტამენტში. მე და ჩემმა რამოდენიმე კურსელმა წარმატებით გავიარეთ ტესტირება-გასაუბრება და დავინიშნეთ მებაჟე-ოფიცრებად საბაჟო გამშვებ პუნქტ “წითელ ხიდზე”.
– კანდიდატს, გასაუბრების იმიტირებულ ოთახში, გაესაუბრებიან ტრენერები;
– გასაუბრების დასრულების შემდეგ, კანდიდატი იკავებს კომისიის წევრის ადგილს;
– მომდევნო კანდიდატს გაესაუბრება წინა კანდიდატი და ა.შ.
მისამართი:
თბილისი, ჯანსუღ კახიძის ქუჩა N7, მარჯანიშვილის მეტროსთან
(მეტროში თუ ამოხვალ, მარჯვნივ წამოდი, პოლიციის პირდაპირ ჩასახვევში ჩამოდი)
საფასური
10 / 1 გასაუბრება
- გაიგებ რას გრძნობს კანდიდატი გასაუბრებისას
- გაიგებ როგორ იღებს გადაწყვეტილებას კომისიის წევრი
© 2015-2017, ააიპ – „სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია – SEPIA“