„როგორ იქმნებოდა კომპანიები Apple და Microsoft“ – წარმოადგენს SEPIA-ს პროექტის „ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპები“-ს მესამე ვიდეოს. ვიდეო მომზადებულია კომპიუტერული ინდუსტრიის მაგნატების 2007 წლის ერთობლივი ინტერიუს მიხედვით.
ვიდეოდან გაიგებთ:
- Apple უფრო ადრე შეიქმნა თუ Microsoft?
- როგორ ახასიათებს სტივ ჯობსი სტივ ვოზნიაკს – ადამიანს, რომელმაც შექმნა პირველი კომპიუტერული ენა Apple-ის პროდუქტებისთვის?
- როგორ იწერებოდა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფა?
- რატომ სთხოვა დახმარება Apple-მა Microsoft-ს?
- რაში გადაუხადა Apple-მა Microsoft-ს 31 000 აშშ დოლარი?
- რატომ იყო Microsoft-ის წარმატება დამოკიდებული Apple-ის პროდუქტის – მაკინტოშის წარმატებაზე?
- რომელ წლებში დაიწყო Microsoft-მა Windows-ის წარმოება?
- რამდენი იყო პირველი კომპიუტერის ოპერატიული მეხსიერება?
მასალის კომერციული მიზნით გამოყენების პირობა:
დააკოპირეთ ორწერტილის შემდეგ მოცემული ტექსტი ლინკთან ერთად და ჩასვით სტატიის ბოლოს: მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია | WWW.SEPIA.GE