01. სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის ურთიერთობის ისტორია

1862

ვიდეოდან გაიგებთ, ბოლოს და ბოლოს, Apple-ი და Microsoft-ი იყვნენ თუ არა ერთმანეთის კონკურენტები. სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის ურთიერთობის ისტორია წარმოადგენს SEPIA-ს პროექტის „ჯობსი-გეიტსის წარმატების პრინციპები“-ს პირველ ვიდეოს. ვიდეო მომზადებულია კომპიუტერული ინდუსტრიის მაგნატების 2007 წლის ერთობლივი ინტერიუს მიხედვით.

სტივ ჯობსისა და ბილ გეიტსის ურთიერთობის მოკლე შინაარსი

1983 წელი, Apple-ის ღონისძიება, ბილ გეიტსი დებს პირობას Macintosh-ისთვის აწარმოოს პროგრამული უზრუნველყოფა. თუმცა Macintosh-ის გამოშვებამ დაიგვიანა და 1983 წლის ნოემბერში Microsoft-მა გამუშვა Windows-ი IBM-ისთვის. სტივისა და ბილის ურთიერთობა გაფუჭდა. ბილი სტივს „ზემოდან“ უყურებდა და ამბობდა, რომ სტივმა არ იცის პროგრამირება. თავის მხრივ, სტივი ბილს უწოდებდა უგემოვნო ადამიანს, რომელსაც არ გააჩნია ფანტაზიის უნარი, რომ ის უნამუსო და სხვისი იდეების ქურდია.

1998 წელს, Apple-ში დაბრუნების შემდეგ, ჯობსმა გადაწყვიტა დაესრულებინა ეს ომი, რომელიც უკვე მრავალ სასამართლო პროცესს ითვლიდა. მან შესთავაზა ბილს მოეხდინა Apple-ში ინვესტირება და განევითარებინა პროგრამები Mac-თავსებადობით.

სტივმა ამ გარიგების შესახებ ისაუბრა ბოსტონში, 1998 წელს, MacWord Expo-ს ღონისძიებაზე. იქ ბილ გეიტსი კვლავ გამოჩნდა Apple-ის ღონისძიებაზე. ბილის გამოჩენით სტივს უნდოდა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ Apple არ იყო Microsoft-ის კონკურენტი. სპეციალურად ამ მიზნით, გეიტსი მაყურებლის წინაშე წარსდგა ვიდეო ჩართვით, დიდ ეკრანზე, რომლის ფონზეც ჯობსი ძალიან პატარა ჩანდა სცენაზე. მართლაც საინტერესო სანახაობა იყო – დიდი ბილი, პატარა სტივი და მოულოდნელობისგან შოკირებული აუდიტორია.