სამეწარმეო (ეკონომიკური) საქმიანობის სფეროები და სახეები
ეკონომიკური საქმიანობის სფეროები
ა) მომპოვებლობითი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა
ბ) გადამამუშავებელი მრეწველობა ანუ წარმოება
გ) მომსახურეობის სფერო
დ) ინფორმაციის მართვა
ა) მომპოვებლობითი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა
მომპოვებლობითი საქმიანობა და სოფლის მეუნეობა არის მატერიალური წარმოების ერთ-ერთი ძირითადი დარგი, რომელიც ქმნის ნედლეულს, როგორც საწყისს. აღნიშნული დარგში მოპოვებული ნედლეული მიეწოდება ბიზნესის შემდეგ სფეროს – გადამამუშავებელ მრეწველობას.
ბ) გადამამუშავებელი მრეწველობა ანუ წარმოება
გადამამუშავებელ მრეწველობაში, ანუ წარმოებაში ხდება ნედლეული რესურსის გარდაქმნა მზა პროდუქციად. შემდგომში შეიძლება ეს პროდუქცია მიეწოდოს სხვა წარმოებას ნედლეულის სახით, რათა დამზადდეს სხვა და სახის პროდუქცია, ან ის შეიძლება მიეწოდოს საბითუმო ანდა საცალო გამყიდველს, ან უშუალოდ მომხმარებელს.
საწარმოს შექმნა მოითხოვს მნიშვნელოვან კაპიტალდაბანდებებს (მიწის შეძენა, შენობა დანადგარების შეძენა, ტექნიკის შეძენა, ენერგო მომარაგება, ნედლეულის მიღება, შრომითი რესურსების მოზიდვა და ა.შ.).
მიუხედავად რთული პირობებისა, საწარმოო სფეროში მუშაობა გაცილებით საინტერესო და ეფექტურია, განსაკუთრებით ისეთ ნოვატორულ სფეროებში, როგორებიცაა ქიმიური მრეწველობა, ელექტრონული მრეწველობა, სათამაშოების წარმოება და ა.შ.
წარმოებაში დახარჯული კაპიტალდაბანდებების დაკარგვის რისკი გაცილებით დიდია ვიდრე ბიზნესის სხვა ჯგუფებში. სამაგიეროდ, წარმოებას განვითარების მეტი შესაძლებლობა აქვს ვიდრე ბიზნესის სხვა ჯგუფებს.
გ) მომსახურეობის სფერო
ამ სფეროში ერთთიანდებიან მომსახურე ფირმები, რომლებიც არ აწარმოებენ პროდუქციას, ამის მაგივრად ისინი ყიდიან თავის ოსტატობას (მომსახურებას) და საქონელს მეწარმეებზე, საბითუმო მოვაჭრეებზე და მომხმარებელზე. როგორც წესი ყველაზე რთულია წარმოების შექმნა, ხოლო გაცილებით იოლია მომსახურე ფირმის შექმნა. მომსახურების ერთ-ერთი სახეა ვაჭრობა ვაჭრობა.
დ) ინფორმაციის მართვა
ინფორმაციის მართვა მოიცავს ინფორმაციულ მომსახურებას, რომლის ცნებაში იგულისხმება ზემოქმედება მომხმარებლებზე მათთვის საჭირო ინფორმაციული პროდუქტების დახმარებით. ინფორმაციული მომსახურების გაწევა წარმოადგენს მომხმარებელთა ინფორმირებას სხვადასხვა ობიექტების მიხედვით. ბიზნესის სუბიექტების ქცევა, განსაკუთრებით გადაწყვეტილებათა მიღების სტადიაზე, ყოველთვის განპირობებულია ინფორმაციით, რომელსაც ისინი ფლობენ:
- პროდუქტებისა და მომსახურების ცალკეულ სახეებზე ფასების, მათი ხარისხისა და ასორტიმენტის შესახებ;
- ფინანსური ინდიკატორებისა და მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ;
- ნებისმიერი მიმდინარე მოვლენის შესახებ სოციალური ურთიერთობებისა და ბუნებრივი მოვლენების ნებისმიერ სფეროში;
- კონკურენტების, კლიენტებისა და კონტრაგენტების ქცევების შესახებ.
ეკონომიკური საქმიანობის სახეები
შემუშავებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ – www.geostat.ge
სექცია A: სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა
განყოფილება 01: მემცენარეობა და მეცხოველეობა, ნადირობა და აღნიშნულ სფეროებში მომსახურების გაწევა;
განყოფილება 02: მეტყევეობა და ხე-ტყის დამზადება;
განყოფილება 03: თევზჭერა და აკვაკულტურა.
სექცია B: სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება
განყოფილება 05 ნახშირის და ლიგნიტის მოპოვება;
განყოფილება 06 ნედლი ნავთობის და ბუნებრივი აირის მოპოვება;
განყოფილება 07 ლითონის მადნების მოპოვება;
განყოფილება 08 სამთომოპოვებითი მრეწველობის და კარიერების დამუშავების სხვა დარგები;
განყოფილება 09 სამთომოპოვებითი მრეწველობის დამხმარე მომსახურება.
სექცია C: დამამუშავებელი მრეწველობა
განყოფილება 10 კვების პროდუქტების წარმოება
განყოფილება 11 სასმელების წარმოება
განყოფილება 12 თამბაქოს ნაწარმის წარმოება
განყოფილება 13 ტექსტილის წარმოება
განყოფილება 14 ტანსაცმლის წარმოება
განყოფილება 15 ტყავის და მასთან დაკავშირებული ნაწარმის წარმოება
განყოფილება 16 ხის და კორპის ნაწარმის წარმოება, ავეჯის გარდა, ნაკეთების წარმოება ჩალის და წნული მასალებისაგან;
განყოფილება 17 ქაღალდის და ქაღალდის ნაწარმის წარმოება;
განყოფილება 18 ბეჭდვა და მედია-ჩანაწერების აღწარმოება;
განყოფილება 19 კოქსის და ნავთობპროდუქტების წარმოება;
განყოფილება 20 ქიმიკატების და ქიმიური პროდუქტების წარმოება;
განყოფილება 21 ძირითადი ფარმაცევტული პროდუქტების და ფარმაცევტული პრეპარატების წარმოება;
განყოფილება 22 რეზინის და პლასტმასის ნაწარმის წარმოება;
განყოფილება 23 სხვა არალითონური მინერალური პროდუქტების წარმოება;
განყოფილება 24 ძირითადი ლითონების წარმოება;
განყოფილება 25 ლითონის მზა ნაწარმის წარმოება, მანქანების და მოწყობილობების გარდა;
განყოფილება 26 კომპიუტერების, ელექტრონული და ოპტიკური პროდუქციის წარმოება;
განყოფილება 27 ელექტრული მოწყობილობების წარმოება;
განყოფილება 28 მანქანების და მოწყობილობების წარმოება, სხვა დაჯგუფებებში ჩაურთველი;
განყოფილება 29 ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მისაბმელების და ნახევარმისაბმელების წარმოება;
განყოფილება 30 სხვა სატრანსპორტო მოწყობილობების წარმოება;
განყოფილება 31 ავეჯის წარმოება;
განყოფილება 32 სხვა მზა ნაკეთობების წარმოება;
განყოფილება 33 მანქანების და მოწყობილობების რემონტი და დაყენება;
სექცია D: ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება
განყოფილება 35 ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება.
სექცია E: წყალმომარაგება, კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები
განყოფილება 36 წყლის დაგროვება, დამუშავება და განაწილება
განყოფილება 37 კანალიზაცია;
განყოფილება 38 ნარჩენების შეგროვების, დამუშავების და მოცილების საქმიანობები; ნარჩენების უტილიზაცია;
განყოფილება 39 დაბინძურებისაგან გასუფთავება და ნარჩენების მართვის სხვა მომსახურება.
სექცია F: მშენებლობა
განყოფილება 41 შენობების და ნაგებობების მშენებლობა;
განყოფილება 42 სამოქალაქო მშენებლობა;
განყოფილება 43 სპეციალიზებული სამშენებლო სამუშაოები.
სექცია G: საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი
განყოფილება 45 ავტომობილებით და მოტოციკლებით საბითუმო და საცალო ვაჭრობა და მათი რემონტი;
განყოფილება 46 საბითუმო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა;
განყოფილება 47 საცალო ვაჭრობა, ავტომობილებით და მოტოციკლებით ვაჭრობის გარდა.
სექცია H: ტრანსპორტი და დასაწყობება
განყოფილება 49 სახმელეთო ტრანსპორტი და ტრანსპორტირება მილსადენებით;
განყოფილება 50 წყლის ტრანსპორტი;
განყოფილება 51 საჰაერო ტრანსპორტი;
განყოფილება 52 დასაწყობება და დამხმარე სატრანსპორტო საქმიანობები;
განყოფილება 53 საფოსტო და საკურიერო საქმიანობები.
სექცია I: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები
gანყოფილება 55 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა;
განყოფილება 56 საკვებით და სასმელებით მომსახურება.
სექცია J: ინფორმაცია და კომუნიკაცია
განყოფილება 58 საგამომცემლო საქმიანობა;
განყოფილება 59 კინოფილმების, ვიდეო და სატელევიზიო პროგრამების წარმოება, ხმის ჩაწერის და მუსიკალური გამოცემის საქმიანობები;
განყოფილება 60 პროგრამების შექმნის და ტელერადიომაუწყებლობის საქმიანობები;
განყოფილება 61 ტელეკომუნიკაციები.
განყოფილება 62 კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები;
განყოფილება 63 საინფორმაციო სამსახურების საქმიანობები.