2016 წლის 5 თებერვალს, სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის – SEPIA“ ორგანიზებით, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში – SBA, მოეწყო ბიზნეს „რა? სად? როდის?“ შიდა შესარჩევი თამაში. თამაშის დეტალებზე მისი ავტორები მაესტროს „საქმიან დილაში“ საუბრობენ.
SBA-ის შიდა შესარჩევი თამაშის შედეგები კი ასეთია:
- გამარჯვებული გუნდები – თინათინ ალექსიძის ხუთეული & ნაზი ჭყოიძის ხუთეული;
- საუკეთესო კითხვის ავტორი – თათია ჩოხელი;
- საუკეთესო მოთამაშე – ლევან აბრამაშვილი;
- გუნდის საუკეთესო მენეჯერი – გაგი ბედუკაძე.
ვულოცავთ გუნდებს გამარჯვებას, ნამდვილად კარგი თამაში აჩვენეს. გამარჯვებული გუნდები ითამაშებენ ბიზნეს „რა? სად? როდის?“ გაზაფხულის სეზონში, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. გამარჯვებული მონაწილეები დაჯილდოვდებიან ფულადი პრემიითა და სპონსორების მიერ დაწესებული საჩუქრებით.
„მხარდაჭერისთვის გვინდა მადლობა გადავუხადოთ SEPIA-ს პარტნიორებს საქართველოს ბიზნესის აკადემიას www.sba.edu.ge, ყველასათვის საყვარელ სამოტივაციო-შემეცნებით საიტებს –www.4motivi.com და www.b2p.ge. განსაკუთრებული მადლობა სამოტივაციო საიტს B2P.GE-ს, რომელმაც დააწესა საჩუქრები დღევანდელი ბიზნეს „რა? სად? როდის?“ საუკეთესო მოთამაშისა და საუკეთესო მენეჯერისათვის“ – განაცხადა სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) პრეზიდენტმა, ლალი ბერეკაშვილმა.
„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ პროექტი სრულიად ახალი ტიპის ინტელექტუალური თამაშია, არ არის გადმოღებული არცერთი სხვა ანალოგისაგან და გუნდებს დღემდე ამ თამაშის არანაირი გამოცდილება არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, თამაში საკმაოდ დინამიურად წარიმართა, ჩანდა, რომ გუნდებმა ეფექტურად გამოიყენეს მოსამზადებელი პერიოდი, დასვეს ძალიან საინტერესო კითხვები და ჩანდა თითოეული მოთამაშის აქტიურობა. დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს“ – პაატა ცაგარეიშვილი, ბიზნეს „რა? სად? როდის?“ ავტორი.
„ამ თამაშს ხშირად ვადარებთ ხოლმე სამზარეულოს – სამზარეულოში თუ არ შეხვედი, დიდ დროს დაკარგავ სანამ მიხვდები დადგება თუ არა შენგან კარგი მზარეული. იგივეს ვიტყოდი ამ შემთხვევაშიც – ბიზნეს „რა? სად როდის?“ თუ არ ითამაშე, დიდ დროს დაკარგავ სანამ მიხვდები დადგება თუ არა შენგან კარგი ბიზნესმენი“ – ლაშა ცაგარეიშვილი, ბიზნეს „რა? სად? როდის?“ ავტორი.
გაიგე მეტი თამაშის შესახებ: ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადა