1. აკეთეთ საყვარელი საქმე, იპოვეთ ჭეშმარიტი გატაცება და მიდრეკილება. თუ გსურთ რაღაც მართლა დიდებული გააკეთოთ, ამისთვის მთავარია გიყვარდეთ საქმე რომელსაც აკეთებთ;
2. იყავით სხვანაირი, იფიქრეთ სხვანაირად, ჯობია იყოთ მეკობრე, ვიდრე მეზღვაური;
3. გააკეთეთ საუკეთესო იმ შესაძლებლობებით, რაც გაქვთ, ნებისმიერ საქმეში მიაღწიეთ საუკეთესო შედეგს, მორჩით ძილს! წარმატებას კიდევ მეტი წარმატება მოაქვს, ისწრაფეთ წარმატებისკენ! დაიქირავეთ ნიჭიერი ადამიანები, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმე და ესწრაფვიან სრულყოფილებას;
4. ჩაატარეთ SWOT ანალიზი (სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდი), რომელიც ორგანიზაციის შიგა და გარე სივრცის ფაქტორებს გამოავლენს და მათ ოთხ კატეგორიად ყოფს Strengs ( ძლიერი მხარეები), Weaknesses ( სუსტი მხარეები), Opportunities (შესაძლებლობები) და Threats (საფრთხეები), როგორც კი თქვენი კომპანია გაგიჩნდებათ, ქაღალდის ფურცელზე ჩამოწერეთ კომპანიის ძლიერი და სუსტი მხარეები, უყოყმანოდ მოისროლეთ კომპანიიდან დამპალი „ვაშლები“;
5. იყავით ინიცაიტივიანი, ყოველ ჯერზე ახალი, დიდი მიზანი დაისახეთ. მრავალ იდეას შორის იპოვეთ ის, რომელსაც სწრაფად და დამაჯერებლად უნდა შეასხათ ხორცი და… ამ იდეებთან ერთად მოემზადეთ ახალი წარმატებისათვის, ხანდახან პირველი ნაბიჯის გადადგმა ძალიან რთულია, მაგრამ გარისკეთ! თამამად მიენდეთ თქვენს გულსა და ინტუიციას;
6. დიადზე ფიქრისას მცირედით დაიწყეთ, არ იფიქროთ ყველაფერზე ერთბაშად, დაიწყეთ რამდენიმე ჩანაფიქრით და ასე მიაღწევთ უფრო რთულამდე, არ იფიქროთ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე, მაგრამ მომავალიც არ დაივიწყოთ;
7. ეცადეთ, ბაზარზე ლიდერი გახდეთ, დანერგეთ წამყვანი ტექნოლოგიები თქვენი საქმიანობის ყველა სფეროში და ამასთან გააკონტროლეთ ისინი, თუ არსებობს უფრო უკეთესი ტექნოლოგია, გამოიყენეთ, თუნდაც მას არავინ იყენებდეს, იყავით პირველი და შექმენით სტანდარტები;
8. სწორება აიღეთ შედეგზე! ადამიანები თქვენი ქმედებით განგსჯიან, ამიტომ შედეგი უმთავრეს მიზნად დაისახეთ. იყავით ხარისხის საზომი, თუმცა, ყველა ადამიანი არ არის ორიენტირებული უმაღლეს ხარისხზე, ამიტომ განუმარტეთ მისი უპირატესობები, უამისოდ ისინი არ იყიდიან საქონელს;
9. მიაქციეთ ყურადღება დიზაინს – „ჩვენ ისეთი მშვენიერი ღილაკები შევქმენით, რომ მათი მოფერება მოგინდებათ“;
10. იკითხეთ რჩევა! გაესაუბრეთ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, ყველა მათგანი გამოთქვამს ერთ სასრგებლო მოსაზრებას მაინც, მაგრამ თუ თქვენ საქმის მთავარი რგოლი ხართ, შეიძლება არც გაგცენ სწორი პასუხი, რადგან შეეშინდებათ თქვენი. მაშინ შეინიღბეთ ან სხვა წყაროებთან მოიძიეთ ინფორმაცია. ყურადღება გაამახვილეთ მათზე, ვინც თქვენი პროდუქციის მომხმარებელია, უპირველესად მათი აზრი გაითვალისწინეთ;
11. გამუდმებით ეძიეთ სიახლეები! ინოვაციები განასხვავებს ლიდერს მიმდევრებისგან. განკარგეთ! შესაძლებლობა მიეცით სხვა ხელმძღვანელებს, სამუშაო რუტინის 50% შეასრულონ, დანარჩენი 50% თქვენთვის დაიტოვეთ, ინოვაციისთვის . ათასობით რამეს უთხარით „არა“, რომ თავდაჯერება შეინარჩუნოთ და არ ასცდეთ სწორ გზას, არ დახარჯოთ ძალა მეტისმეტად ბევრ რამეზე. კონცეტრირება მოახდინეთ ნამდვილად მნიშვნელოვან იდეებსა და რადიკალურ ინოვაციებზე. დაიქირავეთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც სურთ საუკეთესო რამეების შექმნა. ტექნიკურ კომპანიაშიც კი უნდა შეიქმნას პროდუქტზე ორიენტირებული თანამშრომლების კულტურა. ბევრ კომპანიას ყავს ნიჭიერი ინჟინრები და სპეციალისტები, მაგრამ შედეგის მისაღებად საჭიროა ერთიანი ძალა, გუნდური მუშაობა;
12. შეცდომები გაანალიზეთ. ხანდახან ახლის შექმნისას შეცდომებს ვუშვებთ, ამიტომ ეცადეთ, სწრაფად იპოვოთ, აღმოფხვრათ და მათი გათვალისწინებით სხვა იდეები დახვეწოთ;
13. გამუდმებით ისწავლეთ! ყოველთვის შეიძლება რაღაც ახლის სწავლა. გაუცვალეთ აზრები სხვა ადამიანებს, თუნდაც არა თქვენს კომპანიაში. ბევრს ისწავლით მომხმარებლებისგან, კონკურენტებისა და პარტნიორებისგან. თუ თქვენი პარტნიორი იმ ადამიანებთან მეგობრობს, ვინც თქვენ არ მოგწონთ, სცადეთ მათი შეყვარება, შეაქეთ ისინი და ყოველივე ამისგან სარგებელი მიიღეთ. ისწავლეთ მტრების გულახდილად, მაგრამ სამართლიანად გაკრიტიკება.
წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები
ვინ არის სტივ ჯობსი: ბიოგრაფია: სტივ ჯობსი
ფილმი: SEPfilm: ჯობსი / JOBS
საინტერესო ფაქტები:
SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
რა კავშირი აქვს სტივ ჯობსს ინტერნეტ-ქსელის (WWW) გამოგონებასთან
მეტი: STEVEN PAUL JOBS