ყველას აქვს მძიმე წლები. თიოეულს სხვადასხვაგვარად უხდება ამის გადატანა – მაგრად შემოიჭირონ ქამრები, დაითვალონ თითოეული ცენტი, განაახლონ ძველი ტანსაცმელი, იმის მაგივრად, რომ ახალი იყიდონ, ერთადერთი, რაც მათ გაახარებს და დაამშვიდებს ამ მძიმე პერიოდში ეს არის – სიყვარული. სწორედ ის აძლევს ძალას, რათა ცხოვრება გააგრძელოს და იმედი არ დაკარგოს. არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის ეს სიყვარული: ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, თუ სულაც უცხო ადამიანებისგან. სიკეთეს შეუძლია გრძელი გზა გაიაროს, სანამ თავის პატრონს იპოვის.
სწორედ მსგავს მოულოდნელ, თითქმის დაუჯერებელ სიკეთეზე მოგვითხრობს ეს ისტორია, რომელიც დიდი ხნის წინ მოხდა, რომელსაც შეგვიძლია ვუწოდოთ ყველაზე ამაღელვებელი და ლამაზი ისტორია, ყველა ნამდვილ და კეთილ ისტორიებს შორის, რომელებიც ცნობილი ადამიანების ცხოვრებაში მოხდა.
ეს დიდი ხნის წინ იყო, იმისათვის რომ უფრო დამაჯერებელი იყოს, ამბავს პირველ პირში მოგითხრობთ:
„1960 წელია, მეუღლემ მიმატოვა ექვს ბავშვთან ერთად, ჯიბეში მხოლოდ 75 ცენტი მქონდა. ხუთი ბიჭი, რომელთა ასაკი სამი თვიდან შვიდ წლამდე იყო და ერთი ოთხი წლის გოგონა…
მამის ბავშვებს ძალიან ეშინოდათ, რადგან ის ხშირად ჩხუბობდა და გვცემდა კიდეც; როგორც კი გაიგონებდნენ მანქანის მოახლოების ხმას ბავშვები იმალებოდნენ, სადაც კი მოუხერხდებოდათ დამალვა. კვირაში 15$ გვაძლევდა პროდუქტებისათვის და პირველადი მოხმარების ნივთებისათვის. მისი წასვლა ნიშნავდა, რომ ცემა აღარ იქნებოდა, მაგრამ აღარც საჭმელი გვექნებოდა.
იმ დროს მუშაობდა თუ არა სოციალური სამსახური ინდიანაში, მე პირადად არ ვიცოდი. სასწრაფოდ შევკრიბე ბავშვები, ჩავაცვი ჩემი შეკერილი ტანსაცმელი, ჩავსვი ძველ პიკაპში და გავემართე სამსახურის მოსაძებნად.
ვიყავით ყველა ფაბრიკაში, მაღაზიაში თუ რესტორანში, რომელიც იმ ქალაქში იყო, მაგრამ ყველგან უარს მეუბნებოდნენ. ბავშვები ისხდნენ მანქანაში და ცდილობდნენ კარგად მოქცეულიყვნენ, მზად ვიყავი შემესწავლა ყველაფერი და ყველაფერი გამეკეთებინა, რადგან სამსახური ძალიან მჭირდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. უკანასკნელი ადგილი, სადაც მივედით, იყო ქალაქის ბოლოს, მაღაზია, სადაც გამომუშავებულ ქვითრებს, რომელსაც ხელფასის ნაცვლად იძლეოდნენ, ცვლიდნენ საქონელზე. მას ერქვა – „დიდი ბორბალი“ (BIG WHEEL). ამ მაღაზიის მეპატრონე იყო ქალი, სახელად გრეი. მან ფნჯრიდან დაინახა ჩემი შვილები. მას სჭირდებოდა თანამშრომელი ღამის 11 საათიდან დილის 7 საათამდე და გადამიხდიდა საათში 65 ცენტს. მე შემეძლო მუშაობა დღესვე დამეწყო.
წამოვედით სახლში, ვიპოვე ახალგაზრდა გოგონა, რომელის ღამეში ერთ დოლარად დარჩებოდა ჩემს შვილებთან და დივანზე დაიძინებდა, რადგან ბავშვებს იმ დროს უკვე ეძინათ. ღამით ყველამ მხურვალედ ვილოცეთ და მადლობა გადავუხადეთ ღმერთს, რომ სამსახური მაპოვნინა.
დავიწყე მუშაობა. დილით მოვიდოდი, ვაღვიძებდი ძიძას, მივცემდი თავის ერთ დოლარს და ვუშვები სახლში. ეს იყო სიკეთის ნახევარი, რასაც მე ღამით გამოვიმუშავებდი, ამას დაემატა ჩემი მიზერული ხელფასიდან ანგარიშები, რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ იყო. მანქანას ხშირად უფუჭდებოდა ბორბლები, რომელთა შეკეთება თითქმის ყოველ დილით მიხდებოდა.
შემოდგომის ერთ ღრუბლიან დილას, შევამჩნიე, რომ პიკაპის უკანა სავარძელზე ოთხი ახალთახალი ბორბალი იდო, არავითარი წერილი, მხოლოდ ოთხი ბორბალი.
„დავიჯერო ინდიანაში ანგელოზები არიან?“ – გავიფიქრე მე.
მოველაპარაკე ადგილობრივ ხელოსანს და მისი ოფისის დალაგების სანაცვლოდ, მან შეუცვალა ბორბლები ჩემს პიკაპს. ჩემი სამსახური უფრო შრომატევადი იყო ვიდრე ბორბლების გამოცვლა, მაგრამ ეს ხომ ჩემი შეთავაზება იყო.
უკვე ექვსი ღამე ვმუშაობდი და რა ხუთი, როგორც ადრე, მაგრამ ესეც არ იყო საკმარისი. ახლოვდებოდა შობა და ვიცოდი, რომ ბავშვების საჩუქრებისათვის ფული არ მექნებოდა. ვიპოვე ერთი ქილა ძველი საღებავი და დავიწყე მათი სათამაშოების შეკეთება და განახლება, რის შემდეგაც ისინი დავმალე სარდაფში, თითქოს სანტამ მოიტანა, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა იყო ტანსაცმელი…
როგორც ყოველთვის, შობის ღამეს ჩვენს – „დიდ ბორბალში“, ყავას სვამდნენ სტუმრები. მათ შორის იყვნენ სატვირთოს მძღოლები,– ლესი, ფრენკი, ჯიმი და ერთი პოლიციელი სახელად ჯო. ისინი მხიარულად საუბრობდნენ, უსმენდნენ მუსიკას ელოდებოდნენ გათენებას.
შობის დილას, შვიდ საათზე, სახლში წასვლის დრო მოვიდა და შევამჩნიე, რომ მანქანა სავსე იყო სხვადასხვა ზომისა და ფერის ყუთებით: ერთში იყო ჯინსები 2–10 ზომის; მეორეში – მაისურები. დავიწყე სხვა ყუთების გახსნა, იქ იყო კანფეტები, ორცხობილები, ტკბილეულობა, ხილი, ბოსტნეული, კონსერვები, ფქვილი, სარეცხი საშუალებები და უამრავი სხვა ნივთები… აქვე იყო აგრეთვე კარგი სათამაშო სატვირთო მანქანები და ულამაზესი თოჯინა.
მივდიოდი სახლში და არ მჯეროდა, რომ ჩემს თავზე ასეთი სასწაული ხდებოდა. ჩემი გული მადლიერებით იყო სავსე. არასდროს დამავიწყდება ჩემი შვილების გახარებული სახეები იმ დილით.
დიახ, ინდიანაში ცხოვრობენ ანგელოზები და ისინი სვამდნენ ყავას – „დიდ ბორბალში“.
წყარო: www.marketium.ru