ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისათვის ადამიანად დარჩენაა,ხოლო იყო ადამიანი ნიშნავს შეგეძლოს ემოციების მართვა. ყველა ჩვენგანს ერთი და იგივე ემოციები გვაქვს. ყველა ვგრძნობთ შიშს, დარდს, წყრომას, სიყვარულს, სიძულვილს, გაბრაზებას, სიხარულს, ბედნიერებას და სხვა ემოციებს. ისმის კითხვა, რა გვაქცევს პიროვნებად? ის, თუ როგორ ვმართავთ საკუთარ ემოციებს, როდესაც საქმე ფულის რისკთან მიდის, ყველანი განვიცდით შიშს… მდიდრებიც კი. განსხვავება სწორედ იმაშია, თუ როგორ გავუმკლავდეთ ამ შიშს. ადამიანთა უმეტესობას შიშის ემოცია უყალიბებს აზრს: „საქმეს ფრთხილად მოეკიდეთ, ისწავლეთ რისკის მართვა“. დანიელ გოლემანი, წიგნში „…ემოციური ჭკვიანური შესაძლებლობები“, გვიხსნის თუ რატომ ვერ აღწევენ წარმატებას ადამიანები, რომლებიც სკოლაში წარმატებულები იყვნენ. მისი პასუხი ამ კითხვაზე ასეთია:ინტელექტის ემოციური მაჩვენებელი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინტელექტის გონებრივი მაჩვენებელი. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც რისკავენ, უშვებენ შეცდომებს, იმათი საქმე უფრო უკეთ მიდის, ვიდრე იმათი, ვინც ისწავლა არ დაუშვას შეცდომა, რადგანაც რისკის ეშინიათ.
ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც სკოლა კარგი ნიშნებით დაამთავრა, ემოციურად არ არის მზად რისკი თავის თავზე აიღოს…, განსაკუთრებით ფინანსური რისკი. მიზეზი იმისა, რომ მასწავლებელები ვერ მდიდრდებიან, არის ის, რომ ისინი მუშაობენ იქ, სადაც „შეცდომის დაშვებისათვის ადამიანებს სჯიან“ და თვითონაც ემოციურად ეშინიათ შეცდომების დაშვების. მატერიალურად თავისუფლები რომ ვიყოთ, უნდა ვისწავლოთ შეცდომების დაშვებაც და რისკის მართვაც.
თუ ადამიანს მთელი ცხოვრება ფულის დაკარგვის ეშინია, ვერ გადაწყვეტს სხვა რამის კეთების დაწყებას, ამიტომ მისი გამდიდრება თითქმის შეუძლებელია, თუნდაც ეს ისეთი ადგილი იყოს, როგორც ოთხი მწვანე შენობის ყიდვა და გაყიდვა, რომ ერთი დიდი სასტუმრო იყიდოთ. ინტელექტის ფინანსური მაჩვენებლის ფორმულა უდრის 90% ინტელექტის ემოციურ მაჩვენებელს + მხოლოდ 10% ფინანსებზე ანუ ფულზე ტექნიკური ინფორმაცია; როცა ემოცია „გახურებულ მდგომარეობაშია“, ის 24-ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე რაციონალური აზროვნება – ამბობს დ. გოლემანი თავის წიგნში, სადაც აღწერილია მიზეზსა და ემოციას შორის განსხვავება.
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“