SEPtips: რობერტ კიოსაკი – ინვესტორთა დონეები

  1. ისინი, ვისაც ჩასადები არაფერი აქვთ ამ ადამიანებს ფული არ აქვთ, რომ ჩადონ, ისინი ხარჯავენ ყველაფერს, რასაც იღებენ, ან უფრო მეტს ხარჯავენ; ბევრი „მდიდარი“ ადამიანი შეიძლება მოხვდეს ამ კატეგორიაში, რადგან ისინი უფრო მეტს ხარჯავენ, ვიდრე გამოიმუშავებენ.
  2. მსესხებლები ეს ადამიანები თავიანთ ფინანსურ პრობლემებს ფულის სესხებით აგვარებენ და  ხშირად ნასესხები ფულით აინვესტირებენ; მათ აქვთ უამრავი ვალი;  ისინი,  თუ აქვთ ფული ხარჯავენ, თუ არ აქვთ, მაშინ – სესხულობენ
  3. შემნახველები ეს ადამიანები ჩვეულებრივ „ცოტა“ რაოდენობის ფულს გადაინახავენ, მაგრამ ამას რეგულარულად აკეთებენ; დებენ დაბალი რისკის საქმეში, ეს არის დაბალი პროცენტის მექანიზმი.
  4. „ჭკვიანი“ ინვესტორები – ამ დონის ინვესტორებს კაპიტალის ჩადების აუცილებლობის ეშინიათ, ისინი განიცდიან ფინანსური განათლების ნაკლებობას; ამ ჯგუფში სამი განსხვავებული ინვესტორი არსებობს:
  5. „ცინიკოსები“ – ამ ადამიანებმა ყველა მიზეზი იციან, თუ რატომ არ იმუშავებს ინვესტიცია, მათი ყოლა თქვენს გარემოცვაში საშიშია;
  6. „მოთამაშეები“ – ეს ადამიანები ყველაზე ცუდი ინვესტორები არიან; ისინი ფიქრობენ, რომ ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ „ერთი დიდი საქმის დატრიალებაა“ და შემდეგ ადვილი იქნება ცხოვრება.
  7. გრძელვადიანი ინვესტორები – ისინი აქტიურად მონაწილეობენ საკუთარი საინვესტიციო გადაწყვეტილების რეალიზებაში; მათ კარგად მოფიქრებული გრძელვადიანი გეგმა გააჩნიათ; საინვესტიციო ობიექტის ყიდვამდე, ისინი კაპიტალს თავიანთ განათლებაში დებენ; ამ დონეზე მთავარია უბრალოება; არ ეცადოთ ბაზარს ეშმაკობით აჯობოთ; დაიწყეთ „პატარა“  საქმით, შედარებით  მეტს ისწავლით, როგორც კი რამოდენიმე თანხას გაუშვებთ ბრუნვაში – თუნდაც ცოტაოდენს.
  8. გამოცდილი ინვესტორები –  ინვესტიციებს უფრო „ბითუმად“ ყიდულობენ, ვიდრე „საცალოდ“. საკუთარი მიზნის მისაღწევად ყველა საქმიანობას აერთიანებენ. მათ კარგად იციან კაპიტალის დაბანდების სამყარო და აქტიურად ეძებენ ახალ ინფორმაციებს, ისინი ფრთხილად არიან, ხშირად ცოტა ფულს  დებენ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა ისწავლონ კაპიტალდაბანდების ბიზნესი. მათ იციან, რომ მძიმე დრო და ეკონომიკური ბაზარი მათ სთავაზობს  შესაძლებლობას წარმატებისათვის. ისინი თავიანთი კეთილდღეობის მცირე ნაწილს ხარჯავენ პროფესიული რჩევების მისაღებად, არა მხოლოდ ქონების გასაზრდელად, არამედ ამავე ქონების დასაცავად.
  9. კაპიტალისტები – ამ დონის ინვესტორებს შეუძლიათ შექმნან ბიზნესი  და დაკავდნენ ინვესტირებით. მათ კარგად იციან,  როგორ გამოიყენონ სხვა ადამიანების ფული და სხვა ადამიანების დრო. ისინი ქმნიან ინვესტიციებს, რომლებსაც სხვა ადამიანები ყიდულობენ. კარგ ეკონომიკურ დროში ნამდვილი კაპიტალისტები წარმატებას აღწევენ, ცუდ ეკონომიკურ დროში ჭეშმარიტი კაპიტალისტები უფრო მეტად მდიდრდებიან, მათ კარგად იციან, რომ ეკონომიკური ქაოსი ახალ შესაძლებლობებს ნიშნავს. დიდი კაპიტალისტები ფულს ხშირად საგანმანათლებლო დაწესებულებებში დებენ. იმისათვის, რომ სამყარო უკეთესი გახდეს, გვჭირდება ბევრი კაპიტალისტი.
SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).