რობერტ კიოსაკი თავის წიგნში – „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“აღწერს, თუ რას ასწავლიდა მას ორი მამა, რომელთა შორის ერთი მდიდარი იყო, მეორე – კი ღარიბი, ერთი მამა ერთს ასწავლიდა, მეორე კი მეორეს. გთავაზობთ ამონარიდს რობერტ კიოსაკის სახელმძღვანელოდან:
„ღარიბი მამა მირჩევდა, რომ დაქირავებულ თანამშრომლად მემუშავა, ხოლო მდიდარი მამა გამუდმებით ბიზნესის შესახებ მესაუბრებოდა. ორივე მათგანი განათლების მიღებას მირჩევდა, თუმცა განათლების გამოყენების გზა იყო სხვადასხვა – ღარიბი მამა საზრიან ადამიანად გახდომას მასწავლიდა, ხოლო მდიდარი მამა საზრიან ადამიანთა დაქირავებას შთამაგონებდა.
ერთ მამას შეეძლო ეთქვა: „ფულისადმი სიყვარული ყველა უბედურების სათავეა“, ხოლო მეორეს კი: „ფულის უკმარისობა ყველა უბედურების სათავეა“. ჩემი აზრით აზრით – „ბავშვს შეუძლია სკოლა ბრწყინვალედ დაამთავროს, მაგრამ ფინანსურ საკითხებში მისი გონებრივი დატვირთვა ღარიბი იქნება, რადგან ამის შესახებ სკოლაში არაფერს ასწავლიან“.
ორ ძლიერ მამაზე დაკვირვებამ ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. შევნიშნე, რომ ადამიანები თავიანთ რეალურ ცხოვრებას, საკუთარი აზროვნების მიხედვით ქმნიან. ღარიბი მამა ყოველთვის მეუბნებოდა – „თუ კარგ განათლებას არ მიიღებ, კარგი სამსახური არ გექნებაო“, თუმცა, მე უკვე ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი საკუთარი ბიზნესის ფლობა იყო და არა მასში მუშაობა.
ერთი მამა რამოდენიმე დოლარის ეკონომიისთვის იბრძოდა, მეორე კი უბრალოდ ქმნიდა ინვესტიციას. ერთი შთამბეჭდავი რეზიუმეს წერას მასწავლიდა, მეორე – ძლიერი ბიზნეს გეგმის შედგენას, ისეთი ფინანსური გეგმებისა, რომ სამუშაო ადგილები თავად შემექმნა. ღარიბი მამა ხშირად იმეორებდა – ფულს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო მდიდარი მამა ამბობდა: ფული, ეს ძალაუფლებაა, რომლითაც ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგიძლია“.
რობერტმა ცხრა წლის ასაკში გადაწყვიტა მიყოლოდა მდიდარი მამის რჩევებს, რადგან ის ფინანსურ განათლებას აძლევდა, ასაწავლიდა, რომ – ფული ძალაუფლების ერთი სახეა, ძალაა, მაგრამ ფინანსური განათლება, კიდევ უფრო ძლიერია.