„ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა, სასკოლო განათლების დაუფლებით, თანამედოვე ახალგაზრდობას კარგი სამუშაოს მისაღებად ამზადებს. მათი ცხოვრება მხოლოდ ერთ შემოსავალზე – ხელფასზე იქნება დამოკიდებული. სკოლის დამთავრების შემდეგ ახალგაზრდობა პროფესიული განათლების მისაღებად მიდის. ისინი სწავლობენ, რომ გახდნენ ინჟინრები, მასწავლებლები, ექიმები, მზარეულები, პოლიციელები, მხატვრები, მწერლები და ა.შ. პროფესიული განათლება მათ სამუშაო ძალად აქცევს და აიძულებს ფულისათვის იმუშაონ. პროფესიასა და ბიზნესს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ხშირად ვეკითხები ადამიანებს: რა ბიზნესი გაქვთ? ვთქვათ ისინი პასუხობენ „ო, მე ბანკირი ვარ“, მაშინ მე მათ ვეკითხები: გაქვთ თქვენი ბანკი? ისინი ჩვეულებრივ მპასუხობენ – არა, მე იქ ვმუშაობ“.
ეს მაგალითი თვალსაჩინო ნიმუშია იმისა, თუ როგორ ურევენ ადამიანები ერთმანეთში პროფესიას და ბიზნესს. შეიძლება მათი პროფესია ბანკირობაა, მაგრამ მათ ჯერაც არ აქვთ საკუთარი ბიზნესი.
რეი კროკს კარგად ესმოდა, პროფესიასა და ბიზნესს შორის არსებული განსხვავება. მისი პროფესია იყო და დარჩა ჰამბურგერების ფრანჩაიზი, მაგრამ მისი ბიზნესი იყო – უძრავი ქონების აკუმულაცია მაპროვოცირებელი შემოსავლით.
რეი კროკი – „მაკ დონალდსის“ დამაარსებელი, 1974 წელს ოსტინში ტეხასის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსასვლელად მიიწვიეს. გამოსვლის შემდეგ, სტუდენტებმა ის ლუდზე დაპატიჟეს. რეი სიამოვნებით დათანხმდა. „რა ბიზნესში ვარ მე?“ ჰკითხა მან სტუდენტებს. მათ გაეცინათ და უპასუხეს – „ვინ არ იცის, რომ თქვენ ჰამბურგერების ბიზნესში ხართ?“ რეიმ ჩაიქირქილა: „ასეც ვიცოდი, ბატონებო და ქალბატონებო, ჩემი ბიზნესი ჰამბურგერების კი არა, უძრავი ქონების ბიზნესია“.
დღეს მაკ დონალდსი მსოფლიოს N1 მსხვილი უძრავი ქონებაა, იგი განლაგებულია ქუჩების კუთხეებში არა მარტო ამერიკაში, არამედ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ფლობს მიწას, სადაც არის განლაგებული.
ამ შეხვედრას ესწრებოდა ჩემი მეგობარი კიტ კანინგემი, რომელიც დღეს მანქანების სამრეცხაოს ფლობს, მაგრამ მისი ბიზნესი უძრავი ქონებაა, მიწები – მანქანების სამრეცხაოების ქვეშ. კიტმა აღნიშნა, რომ ეს იყო მის ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი.“
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“