2007 წლის 30 მაისს, iPhone-ის გამოშვებამდე (29.06.2007) ერთი თვით ადრე, „Wall Street Journal“-ისთვის მიცემული ერთობლივი ინტერვიუს ბოლოს, „All Things Digital“-ის ტრადიციული ვიდეო კონფერენციის ორგანიზატორებმა – კარა სვიშერმა და უოლტ მოსბერგმა, სტივ ჯობსსა და ბილ გეიტსს დაუსვეს ასეთი შეკითხვა: „რას ისწავლიდით ერთმანეთისგან?“
ბილ გეიტსის პასუხი: „რას არ გავიღებდი სტივის გემოვნება რომ მქონოდა, როგორც ხალხის არჩევის, ასევე პროდუქტების წარმოების თვალსაზრისით. პროდუქციის წარმოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს მე ინჟინერიაზე დაყრდნობით ვიღებ, ხოლო სტივი ადამიანების გრძნობებს ეყრდნობა. მას ფენომენალური გემოვნება აქვს და ეს ნამდვილად გასაოცარია ჩემთვისაც კი“.
სტივ ჯობსის პასუხი: „ვინაიდან Apple აწარმოებდა ბანანივით სრულყოფილ პროდუქტს (კომპიუტერსაც და პროგრამულ უზრუნველყოფასაც), ჩვენ დიდად არ გვაღელვებდა პარტნიორებთან ურთიერთობა. ჩვენგან განსხვავებით Microsoft-ი, აწარმოებდა რა მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფას, იძულებული იყო ბიზნესის დასაწყისშივე ეზრუნა კომპიუტერების მწარმოებელ კომპანიებთან ურთიერთობაზე. აქედან გამომდინარე, მათ ჩვენზე უკეთესად აითვისეს პარტნიორებთან ურთიერთობის ხელოვნება. ჩვენც რომ თავიდანვე გვეზრუნა პარტნიორეთან წარმატებულ ურთიერთობებზე, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. თუმცა Apple-მა ეს უნარი რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ გამოიმუშავა“.