პაატა ცაგარეიშვილი, რა პრობლემებს უკავშირდება პროფესიის არჩევა

1036

პროფესიის არჩევა ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. სადაო არ არის ის ფაქტი, რომ პროფესია მთავარ როლს თამაშობს ყოველი ადამიანის ცხოვრებაში და უდიდესი გავლენა აქვს მის მდგომარეობასა და ხასიათზე. წარმატებით არჩეული პროფესია კი მნიშვნელოვნად ამცირებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს მთელი ცხოვრების მანძილზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, ბევრი ჩვენგანი ისეთ ასაკში ვირჩევთ პროფესიას, როდესაც საამისოდ საკმარისი არც დრო გვაქვს და არც გამოცდილება. ეს და კიდევ რამოდენიმე მთავარი პრობლემა თავმოყრილია პაატა ცაგარეიშვილის პრეზენტაციაში „პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი გამოსწორების გზები“. როგორც პრეზენტაციის სათაურიდან მიხვდით, ავტორი აქვე გვთავაზობს ამ პრობლემების გადაჭრის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მეთოდსაც.

ვიდეოდან გაიგებთ:

  • ვინ ქმნის სამუშაო ადგილებს?
  • რას ნიშნავს კარგი სამსახური?
  • პროფესიის აჩევასთან დაკავშირებით შეუძლიათ თუ არა კომპეტენტური რჩევის მოცემა მშობლებს, ბებია-ბაბუას, უფროს ნაცნობ მეგობრებს?
  • რომელ პროფესიებს ვერ “ხედავს” უფროსი თაობა?
  • რა კავშირშია ომი, ჰოლივუდი, ბიტლზები, Google, Youtube და Facebook-ი პროფესიის არჩევასთან?
  • რა არის Youtube-ს დევიზი?
  • თანამედროვე საზოგადოებაში დამოუკიდებლად თავის დამკვიდრების რა ეფექტური მეთოდი არსებობს საქართველოში?

 

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).