ბრენდინგის ხელოვნების ძირითადი არსი რაიმე „გადამდების“ შექმნაა – ის ენთუზიაზმით უნდა აღავსებდეს ადამიანებს, ხელმისაწვდომი უნდა იყოს მათთვის, მათივე ხელით უნდა ვრცელდებოდეს და მის გარშემო თაყვანისმცემელთა მთელი არმია უნდა შეიკრიბოს. დიდი ბრენდები – დიდი პროდუქტითა თუ მომსახურებით იქმნება. ცნობილი მარკეტოლოგი სკოტ ბერბერი ამბობს: „საუკეთესო ბრენდებს არასდროს ეყრება საფუძველი დიდებული ბრენდის შექმნის განზრახვით, მათ საფუძველი ეყრება დიდებული (და მომგებიანი) პროდუქტისა და კომპანიის შექმნით, რომელსაც ბრენდის განვითარება შეეძლება.“
შექმენით პროდუქტი ან სერვისი, რომელიც „გადამდები“ იქნება თავისი არსით. ისმის კითხვა: როგორია გადამდები პროდუქტი?
- „საკაიფო“ – ლამაზი, მოდური, უნიკალური; საკაიფო გადამდებია, არასაკაიფო პროდუქტის შექმნას მიზნად არავინ ისახავს, მაშ, როგორ მოახერხა Apple-მა ისეთი საკაიფო MP3-ფლეიერის შექმნა, როგორიც iPod-ია?
- ეფექტიანი – შეუძლებელია ბრენდის შექმნა იმით, რაც არ მუშაობს, ვერავინ ვერასოდეს გაიგებდა TiVo-ს მსაგავსი ხელსაწყოს შესახებ, ასე შესანიშნავად რომ არ შეძლებოდა მას თქვენი საყვარელი გადაცემების ჩაწერა და რეკლამების გაცხრილვა.
- ადვილად გამოსარჩევი – გადამდები პროდუქტი ყოველთვის თვალში საცემია და საკუთარ თავს თვითონ უკეთებს რეკლამას, ის ძირეულად განსხვავდება ყველა კონკურენტი პროდუქტისგან – განა „ჰამერი“ აგერევა სხვა ავტომობილში?
- დამანგრეველი – გადამდებ ბრენდებს დამანგრეველი ძალა აქვთ, ისინი ან არღვევენ სტატუს-კვოს ან უარყოფას იწვევენ, მაგრამ გულგრილს არავის ტოვებენ.
- ემოციების გამომწვევი – გადამდები პროდუქტი ყველა მოლოდინს აჭარბებს და ამით დიდი სიხარულს იწვევს, მაგალითად: Meile-ს მტვერსასრუტი – როგორი მძლავრი შეწოვა აქვს და ამავე დროს, როგორი ჩუმია.
- მრავალშრიანი – გადამდებ პროდუქტს „გაგრძელება“ აქვს, რაც უფრო მეტ ხანს სარგებლობთ მისით, მით მეტ შესაძლებლობას აღმოაჩენთ.
- გასანებივრებელი – გადამდები პროდუქტის ან სერვისის ყიდვისას ისეთი შეგრძნება გაქვთ, რომ თავს ინებრივებთ, ის ჩვეულებრიობის განცდის დაძლევაში გეხმარებათ.
- ტექნიკურად მხარდამჭერი – სანიმუშო სერვისი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს პროდუქტის გადამდებობას, რაც უფრო ხარისხიანი სერვისი აქვს, მით უფრო მოთხოვნადია პროდუქტი.
წყარო: გაი კავასაკი “იდეიდან პირველ მილიონამდე”
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები