გადასახადები ბრიტანეთში იქნა შემოღებული, ნაპოლეონის წინააღმდეგ 1700-1816 წლების ომების საწარმოებლად და ამერიკაში 1861-1865 წლების სამოქალაქო ომის დასაფინანსებლად.
1874 წელიდან ინგლისმა თავის მოქალაქეებს მუდმივი გადასახადები დააკისრა. 1913 წელს ამერიკამაც შეიტანა თავის კონსტიტუციაში საშემოსავლო გადასახადები შესწორების სახით. თავდაპირველად ამერიკელები იბრძოდნენ გადასახადების წინააღმდეგ. გავიხსენოთ „ბოსტონის ჩაის სმა“, რომელიც გამოწვეული იყო ინგლისის მიერ ჩაიზე გადასახადების დატოვებით. სწორედ ამ ინციდენტის გამო დაიწყო ამერიკის ბრძოლა ინგლისის სამფლობელოს წინააღმდეგ. ინგლისსა და ამერიკას დაახლოებით 50 წელი დასჭირდათ საშემოსავლო გადასახადების შემოსაღებად. მდიდრები ისე შაწუხა გადასახადების სიმძიმემ, რომ გადასახადების შესამსუბუქებლად შექმნეს კორპორაცია.
კორპორაციის ლეგალურ სტრუქტურათა ცოდნა მდიდრებს, ღარიბ და საშუალო ფენასთან მიმართებაში, ძალიან დიდი უპირატესობას ანიჭებს. ფინანსურ ალიანსში მდიდარი კაპიტალისტის ფილოსოფია ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ღარიბი სოციალისტის. მდიდრები ყოველთვის ახერხებდნენ ჭკვიანურად მოფიქრებული ხერხებით, გადასახადებისაგან თავის დაღწევას. აი ასე დაატყდა გადასახადების სიმძიმე მთელ საშუალო ფენას. მდიდრებმა ინტელექტუალებს მხოლოდ იმით აჯობეს, რომ მიხვდნენ ფულის ძალაუფლებას, მისი ზეგავლენის სიძლიერეს, რომელსაც სკოლაში არ ასწავლიან.
გადასახადების შემოღებამ ლოზუნგით „წავართვათ მდიდრებს“, ფულმა მთავრობის ხაზინისკენ დენა დაიწყო, ფული მთავრობის ჩინოვნიკებისაკენ ხელფასისა და პენსიის სახით მიდიოდა, მდიდრებისაკენ კი ფული მათი ქარხნებიდან, სამთავრობო კონტრაქტებიდან მოდიოდა. ნამდვილი კაპიტალისტები ცოდნას თავიანთი პოზიციების განსამტკიცებლად იყენებდნენ, ისინი მთელ ძალისხმევას კორპორაციების დასაცავად მიმართავენ, რადგან კორპორაცია მდიდრებს იცავს.
კორპორაცია – ეს ერთად თავმოყრილი ლეგალური დოკუმენტებია, დოკუმენტები, რომელებიც ადვოკატების ოფისში დევს და რომელებიც სამთავრობო დაწესებულებების მიერ არის რეგისტრირებული. კორპორაცია – ეს არ არის დიდი შენობა, ფასადზე კორპორაციის წარწერით, ეს არ არის ქარხანა ან ადამიანთა ჯგუფი, კორპორაცია – ეს მხოლოდ ლეგალური დოკუმენტია, რომელიც ლეგალურ სხეულს ქმნის სულის გარეშე, მდიდრების სიმდიდრე აქ ერთხელ და სამუდამოდ იქნება დაცული. კორპორაციისათვის საშემოსავლო გადასახადი უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადი, ამასთანავე კორპორაციის მთელი რიგი გასავლის ანაზღაურება იმ დოლარით ხდებოდა, რომლებიც გადასახადს არ ექვემდებარება.
ინტელექტის ფინანსური კოეფიციენტი – ეს არის თანხა, რომელიც დიდ ცოდნასა და ტალანტს აღნიშნავს, ინტელექტის კოეფიციენტი ოთხი სფეროსგან შედგება:
1. საბუღალტრო ანგარიში – ის შესაძლებლობას მოგცემს განსაზღვრო ნებისმიერი ბიზნესის ძალა და სისუსტე;
2. ინვესტირება – ეს არის ბიზნესის შემოქმედებითი მხარე;
3. ბაზრის ათვისება – რა სჭირდება ბაზარს, უნდა გესმოდეს თითოეული ინვესტიციის ეკონომიკური აზრი, უნდა გესმოდეს ბაზრის ემოცია
4. ეკონომიკის კანონების ცოდნა. იურისპრუდენცია – თუ ადამიანმა კარგად იცის გადასახადებისაგან დასაცავად კორპორაციის უპირატესობა, მას ბევრად სწრაფად შეუძლია გამდიდრდეს, ვიდრე რომელიღაც მშრომელს ან მცირე მეწარმეს, მან უნდა იცოდეს ეკონომიკის მარეგულირებელი კანონები, ეს ცოდნა მას ფრენის საშუალებას მისცემს, თუ არადა მის გარეშე მიწაზე ივლის.
დაჟინებით გირჩევთ თქვენი აქტივების დასაცავად გქონდეთ საკუთარი კორპორაცია.
წყარო: რობერტ ტ. კიოსაკი, შერონ ლ. ლეტჩერი „მდიდარი მამა, ღარიბი მამა“