შეუდექით ფინანსურ თვითგანათლებას.
ბევრმა არ იცის, თუ როგორ არის აგებული ფინანსური სამყარო. სააქციონერო კაპიტალი, განვითარებადი ბაზრები, აქტივების მართვა, საქონელი, საერთო ფონდები, რენტა, აქციები, ობლიგაციები და გირავნობები – ეს ყოველივე უმაღლესში სწავლის დამთავრებამდე უნდა იცოდეთ – ეს ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის დიდი ნაკლია. თითოეული სტუდენტი უნდა ერკვეოდეს სისტემის მუშაობაში და მავანი „ექსპერტის“ ახსნა-განმარტებას არ უნდა ელოდებოდეს ელემენტარულ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. ფინანსები დამოუკიდებლად უნდა შეისწავლოთ, გახსოვდეთ, რომ კაპიტალიზმის სამყაროში თითოეულ ადამიანს თავისი პირადი პასუხისმგებლობა ეკისრება.
ფინანსურ წიგნიერებას ფინანსური ინტელექტი განსაზრვრავს. მე და რობერტ კიოსაკიმ, დავწერეთ წიგნი „რატომ გვინდა, რომ გავმდიდრეთ“. მართლაც და რატომ? იმიტომ, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი ხდებიან ადამიანები, მით უფრო ძლიერდება ქვეყანა. ჩვენთან დრო პიროვნულ პასუხისმგებლობას და ფინანსურ წიგნიერებას მოითხოვს, არ შეიძლება მთლიანად სპეციალურ დაწესებულებათა მუშაობის იმედად დავრჩეთ და ვიფიქროთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ იქ მომუშავე ადამიანები საკმაოდ კარგად ერკვევიან ფულად საკითხებში. 2006 წელს მე და რობერტი ვცდილობდით გაგვეფრთხილებინა საზოგადოება. საჭიროა დიდი პასუხისმგებლობით დაეუფლოთ თქვენს მომავალ სპეციალობას. რასაც არ უნდა სწავლობდეთ, რასაც არ უნდა საქმიანობდეთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ, რა ხდება ფინანსურ სამყაროში. მე გირჩევდით, რაც შეიძლება მეტ ლექციას დაესწროთ ფინანსებში, რა სფეროც არ უნდა გაინტერესებდეთ და რაც არ უნდა იყოს თქვენი ძირითადი სპეციალობა. თუ ეკონომიკასა და სტატისტიკაში ცუდად ერკვევით, მით უფრო საჭიროა ასეთ ლექციებზე დასწრება. ეცადეთ ყველაფერში კარგად ჩაიხედოთ. ფინანსების ცოდნაში ხარვეზები მომავალში შეიძლება ძალზე უსიამოვნო სიურპრიზად გექცეთ. გაარკვიეთ, როგორ მუშაობს საფინანსო სექტორი, ეს უშუალოდ თქვენ გეხებათ. როცა ბაზრები და ბანკები „ირყევიან“ წყლის ზედაპირზე გაჩენილი წრეების ეფექტი ყველგან იგრძნობა – ქვეყანაშიც და მთელს მსოფლიოში. ჩვენ ყველანი ჩართული ვართ მიმდინარე ამბებში, გვინდა ამის დაჯერება თუ არა.
იყავით ფინანსურად წიგნიერი. ეს თქვენს პირად ინტერესებში შედის. ყოველდდღე შეიხედეთ კომპიუტერში ფინანსურ გვერდზე – Yahoo; დღეში რამოდენჯერმე შეამოწმეთ რა ხდება ბაზარზე, როგორია დოლარის კურსი ევროსთან და იენთან მიმართებაში. ისწავლეთ ციფრებისა და ტენდენციების გაანალიზება, იკითხეთ სტატიები შესაბამის თემებზე – ისინი თქვენს აზროვნებას საჭირო ტალღაზე დააყენებენ, რასაც შეუძლია თქვენი ცხოვრების ხარისხზე დადებითად იმოქმედოს.
წყარო: იფიქრე ჩემპიონივით