კოკო შანელი ფიქრობდა, რომ მოდას პარფიუმერიის გარეშე გაუჭირდებოდა არსებობა, ისევე როგორც პარფიუმერიას მოდის გარეშე. კოკოს აზრით, იმ პერიოდის პარფიუმერიის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ყველა არსებული არომატი ნიღბავდა და აქრობდა ადამიანის სხეულის სურნელს. კოკოს სურდა, ქალებისთვის შეექმნა სუნამო, რომელიც ისეთივე სურნელოვანი იქნებოდა, როგორიც ქალის სხეულია და ისეთივე მნიშვნელოვანი როგორიც ტანსაცმელი.
მე 20 საუკუნის 20-იან წლებში არსებობდა მხოლოდ მონოარომატები, რომლებიც ძირითადად სხვადასხვა ყვავილის სურნელით ხასიათდებოდა. ერნესტ ბომ, რომელიც 1917 წლის რევოლუციის შემდეგ რუსეთიდან ევროპაში გაიქცა, შექმნა 80-ზე მეტი კომპონენტისაგან შემდგარი ,,აბსტრაქტული’‘ არომატი. პარფიუმერიაში ალდეჰიდები სწორედ ამ დროს გამოიყენეს. ერნესტ ბომ კოკოს სუნამოს 10 ვარიანტი წარუდგინა, რომელთაგან კოკომ მე-5 მოიწონა, ასე დაერქვა ლეგენდარუ სუნამოს სახელი CHANEL № 5 გარდა ამისა, ნოვატორული იყო თვითონ სუნამოს ფლაკონიც. პირველად ის წარმოადგინეს არა ათასგვარი დეტალით გადატვირთული მინის მრგვალი ბოთლით, არამედ ლაბორატორიული ფლაკონით, რომელსაც ოთკუთხა ფორმა ჰქონდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ფლაკონის დიზაინი საიდუმლოს შეიცავდა. თუ ფლაკონს ზემოდან დავხედავთ, დავინახავთ, რომ მისი ფორმა იმეორებს პარიზის ვანდომის მოედნის გეგმას, სადაც შანელის სათავო ოფისი მდებარეობს. 1987 წელს კომპანიამ გამოუშვა საათები, რომელიც ასევე ვანდომის მოედნის ფორმას იმეორებდა.
CHANEL № 5-ის რეკლამაში არაერთი ცნობილი ადამიანი მონაწილეობდა. დაწყებული მერილინ მონროთი და დასრულებული ბრედ პიტით, რომელიც პირველი მამაკაცი გახდა, ვინც ქალის სუნამოს სახედ იქცა. 2004 წელს სუნამოს რეკლამაში გადაიღეს მსახიობი ნიკოლ კიდმანი, 4 წუთიანი ვიდეოკლიპი არნახულად ძვირი, 20 მილიონი დოლარი დაჯდა, ხოლო მსახიობს 4 მილიონი დოლარი გაადაუხადეს.
ქალებმა ამ სურნელში აღმოაჩინეს თავისი სტატუსი, ოცნება, გამოწვევა… რამდენიმე წელიწადში საუკუნე შესრულდება სუნამოს გამოსვლიდან, მაგრამ ის თავის აქტუალობას არ კარგავს და დღემდე მსოფლიოში ყველაზე სასურველ არომატად რჩება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყოველ 30 წამში ამ სუნამოს ერთი ფლაკონი იყიდება.
წყარო: ბიზნეს გენია | კოკო შანელი
მასალის გამოყენების პირობები