SEPstory: ტიმ ბერნარს-ლი, ადამიანი რომელმაც გამოიგონა ინტერნეტ-ქსელი WWW

35 წლის ფიზიკოსი ტიმ ბერნარს-ლი (Tim Berners Lee), CERN-ში, ჟენევაში ევროპის ბირთვული ფიზიკის ლაბორატორიაში მუშაობდა. 1990 წელს მას გადასცეს კომპიუტერი, რომელიც სტივ ჯობსის ახალი კომპანია NeXT-ის მიერ იყო წარმოებული. შედეგად მივიღეთ დღეს ყველასათვის კარგად ნაცნობი ინტერნეტის ქსელი – WWW (World Wide Web). ინტერნეტ-ქსელი WWW ქართულ ინტერნეტ წყაროებში მოიხსენება „ მსოფლიო ქსელის“ სახელით.

ბერნარს-ლიმ ლაბორატორიას საჭირო აღჭურვილობისა და რამდენიმე პროგრამის შესაძენად 50 000 აშშ დოლარი მოსთხოვა. მას აინტერესებდა, შეძლებდა თუ არა იდეებისა და კომპიუტერის ერთმანეთთან დაკავშირებას და გახდიდა თუ არა პროგრამას ყველასათვის ხელმისაწვდომს. NeXT-ის კომპიუტერის გამოყენებით, მან შექმნა კოდირების სისტემა სახელწოდებით HTML, რომელიც საშუალებას იძლეოდა სხვადასხვა გვერდი დაეკავშირებინა ერთმანეთთან მსოფლიო ქსელის საშუალებით. ის თითოეულ ვებგვერდს საკუთარ მისამართს ანუ URL-ს ანიჭებდა, შემდეგ მან შექმნა წესები, რომელიც ინფორმაციის გაგზავნისა და მიღების საშუალებას იძლეოდა, რომელსაც სახელად HTPP-ს უწოდა. მანვე შექმნა პირველი ბრაუზერი.

მსოფლიო ქსელი (WWW) შეიქმნა NeXT-ის კომპიუტერზე, რომელსაც უკვე ჰქონდა მზა ელფოსტის მისამართი და სტივ ჯობსის აუდიო მისალმება, სადაც აღნიშნული იყო, რომ კომპიუტერი შექმნილია არა პირადი მიზნებისთვის, არამედ ადამიანთა შორის ურთიერთობისთვის.

ბერნარს-ლი ამბობდა, რომ პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც NeXT-ის კომპიუტერს გააჩნდა, მას პროგრამირების საშუალება მისცა. მსოფლიო ქსელზე (WWW) მუშაობა მან თავის ლაბორატორიაში 1990 წელს დაიწყო, საჯარო პრეზენტაცია 1991 წლის ზაფხულში გამართა, ხოლო შემდეგ კიდევ უფრო განავითარა ქსელი. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ინტერნეტს უკვე 40 მილიონამდე ადამიანი იყენებდა.

წყარო:  კარენ ბლუმენტალი „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“

SEPIA
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).