თეთრი პერანგი ჯერ კიდევ ძველ რომში გაჩნდა. მრავალი საუკუნის განმავლობაში მას ტანსაცმლის შიგნით იცვამდნენ და მხოლოდ მე- 17 საუკუნეში იქცა მამაკაცის ყოველდღიურ სამოსად, ხოლო ქალის გარდერობში კი მე-19 საუკუნის შუა წლებიდან გაჩნდა.

მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე, თეთრი პერანგი მოდიდან არასდროს გადასულა. იცვლებოდა მხოლოდ სილუეტი, ქსოვილი და კონტექსტი. 1920-იან წლების ბოლოს კოკო შანელმა ქალბატონები უბრალო თეთრ პერანგში, შარვალსა და კარდიგანში გამოაწყო, რითაც ნამდვილი რევოლუცია მოახდინა მოდის სამყაროში. 1930-1940 წლებში თავისუფალი თეთრი პერანგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ეკრანზე, მას წარმოააჩენდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები: კეტრინ ჰეპბერნი ფილმში ,,დღესასწაული”, ლორენ ბეკოლი – ,,ქიი ლარგო” 1950-იან წლებში კი ოდრი ჰეპბერნის სახე ფილმში ,,რომაული არდადაგები”. 1980-იან წლებში პოპულარული იყო ჯანფრანკო ფერეს დიდსაყელოიანი და მანჯეტებიანი თეთრი პერანგები. სწორედ იმ დროს მოარგეს იგი საოფისე დრესკოდსა და ,,იაპას” სტილს.

შეკითხვა –> ,,რასთან ერთად ჩავიცვათ თეთრი პერანგი?” პასუხი მარტივია –> ,,რასთანაც გნებავთ” 😉

თეთრი პერანგი სუფთა ფურცელია. ის გამოგადგებათ ყველაფერთან, ყველგან და ყოველთვის – ყოველდღიურად და საზეიმო ღონისძიებებზე.