Time Lord-ის სახელით ცნობილ მსოფლიო ლეგენდა დევიდ ალენი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სპიკერია, რომელსაც საერთაშორისო აღიარება დროის მართვის მეთოდოლოგიაზე შექმნილმა წიგნმა „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“ Getting Things Done – GTD მოუტანა. წიგნი ორმილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. მისი კლიენტები არიან ჰარვარდის უნივერსიტეტი, მსოფლიო ბანკი, „ნესტლე“ და სხვა მრავალი. Forbes-ის მონაცემებით, ალენი აშშ-ის ხუთ საუკეთესო ტრენერს შორისაა, ის ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს მის მეოთხე ცოლთან, ქეთრინთან ერთად.

აღმოაჩინეთ დევიდ ალენის ეფექტური მეთოდები და გათავისუფლდი სტრესისგან პირად თუ სამსახურებრივ ცხოვრებაში.

წიგნში – „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“ ალენი გვასწავლის, თუ როგორ უნდა:

გამოვიყენოთ „გააკეთე, გადააბარე, გადადე, შეეშვი“ წესი;

გადავაფასოთ მიზნები და შევინარჩუნოთ ფოკუსი ცვალებად სიტუაციებში;

დავძლიოთ დაბნეულობის, შფოთვისა და მეტისმეტი დატვირთვის შეგრძნება;

ვიგრძნოთ თავი ჩინებულად იმის გამო, რასაც არ ვაკეთებთ.

 

წყარო: საქმესთან გამკლავების ხელოვნება
რჩევები
SEPtips: დევიდ ალენი – როგორ ვმართოთ ვალდებულებები
მეტი: ვიკიპედია დევიდ ალენის შესახებ


www.sepiango.org - Logo - David Allen Company - gtd

 

 

 

 

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).