სტივ ჯობსი (სტივენ პოლ ჯობსი, 24.02.1955 – 05.10.2011. ინგლ. Steven Paul Jobs) ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი იყო. მისი წარმატების ამბავი ლეგენდად იქცა. ამ ადამიანმა შექმნა კომპანია ეფლი და ანიმაციური სტუდია პიქსარი. მის სახელს უკავშირდება ასევე ერთ-ერთი პირველი სმარტფონის გამოგონება.

ეფლის პირველი კომპიუტერის შექმნა

ჯობსის აღმასვლა 1970-იან წლებიდან დაიწყო, როცა მან და მისმა მეგობარმა, სტივ ვოზნიაკმა ერთ-ერთი პირველი პერსონალური კომპიუტერი შექმნეს. კომპიუტერს ძალიან დიდი კომერციული პოტენციალი ქონდა. სურათზე მოცემულლია ეფლის კომპიუტერების ევოლუცია და ფასი:

ეფლის კომპიუტერების ევოლუცია
ეფლის კომპიუტერების ევოლუცია 1975-2010 წლებში.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე ჯობსს ბევრი სირთულე შეხვდა. მიუხედავად ამისა, მან მოახერხა კომპანია ეფლის მსოფლიო ბრენდად გადაქცევა. დღეს ყველა იცნობს მისი კომპანიის ლოგოს:

ეფლის ლოგოს ევოლუცია
ეფლის ლოგოს ევოლუცია 1976-2015 წლებში.

სტივ ჯობსი მიერ შემუშავებულმა კომპიუტერებმა და აიფონებმა უდიდესი გავლენა მოახდინა ტექნოლოგიისა და მუსიკის ინდუსტრიაზე. მას ხშირად უწოდებენ ციფრული რევოლუციის მამას. სტივ ჯობსი იყო შესანიშნავი ორატორი. მას თავად გამოჰქონდა პრეზენტაციებზე ინოვაციური პროდუქტები და სახალისო შოუებსაც დგამდა.

სტივ ჯობსი 2011 წელს გარდაიცვალა სიმსივნით.  

მეტი: