სტივ ჯობსი, ტექნიკური რევოლუციის სახე, ძალიან მალე მოხვდა ამერიკის უმდიდრესი ადამიანების სიაში. ბილ გეიტსი მიიჩნევდა, რომ სტივ ჯობსს, რომელმაც პროგრამის დაწერაც კი არ იცოდა, ჰქონდა ბრწყინვალე ტექნოლოგიური ხედვა.

Apple-ს პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა Microsoft-ისთვის მნიშვნელოვანი ბიზნესი იყო, თუმცა არა გადამწყვეტი. Microsoft-ის პროგრამის გარეშე Apple ვერ იარსებებდა. Apple-მ დაიწყო ოთხი პროდუქტის გამოშვება: დესკტოპი და ლეპტოპი ბიზნესისათვის და დესკტოპი და ლეპტოპი ჩვეულებრივი მომხმარებლისათვის. ჯობსი ხვდებოდა, რომ სჭირო იყო ეზრუნა კომპანიის სახეზე და ის დაუკავშირდა იმ სარეკლამო კომპანიას, რომელმაც Macintosh „1984“ დაამზადა.

ჯობსს კომპანიის რეკლამა კი არა, უფრო კომპანიის ღირებულებების წარმოჩენა ეწადა, როგორც ეს Nikes-ს შემთხვევაში, რომელიც აქცენტს სპორტულ ღირებულებებზე აკეთებდა. ის ამბობდა: „ჩვენს მომხმარებელს სურს იცოდეს, ვინ არის Apple, რა ღირებულებები გაგვაჩნია და რა ადგილი გვიჭირავს ამ სამყაროში; ვინ ვართ ჩვენ – ეს არ გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ხალხისთვის მხოლოდ კომპიუტერებს ვამზადებთ. Apple ამ ყველაფერზე მეტია.“

სარეკლამო კომპანია მიხვდა, რომ Apple არ მისდევდა წესებს, რომ ის სხვა კომპანიებს არ ჰგავდა. მათ მოიგონეს ახალი სლოგანი: „იფიქრეთ სხვაგვარად“ (Think Different).  რეკლამაში კრეატულობის მიზნით არჩევანი იმ ხალხზე შეჩერდა (ცოცხლებზეც და გარდაცვლილებზეც), რომლებიც სამყაროს შეცვლას ცდილობდნენ. სარეკლამო რგოლში გარდაცვლილების ხილვისას ჯობსმა განაცხადა: „მათ რომ ოდესმე კომპიუტერი ჰქონოდათ, აუცილებლად Mac-ი იქნებოდა.“ სარეკლამო რგოლის დამზადებაში ჯობსი აქტიურად იყო ჩართული, მან რეკლამაში გამოყენებული ცნობილი ტექსტის ბოლო ფრაზაც კი შეცვალა და თვითონ დაამატა:

„აი, ის არაორდინარული, მეამბოხე და საშინელებების ჩამდენი ხალხი, სხვაგვარად რომ აღიქვამს საგნებს. ისინი არასდროს ემორჩილებიან წესებს და პატივს არ სცემენ სტატუს კვოს, შეგიძლიათ მათი ციტატები მოიხმოთ, არ დაეთანხმოთ, პატივი სცეთ ან უპატივცემულოდ მოექცეთ მათ, თუმცა ერთადერთი რამ, რასაც მათთან მიმართებაში ვერასოდეს შეძლებთ, მათი უგულვებელყოფაა, რადგანაც ისინი ცვლიან სამყაროს და მიუძღვიან ადამიანთა მოდგმას. ზოგიერთები მათ შეშლილებად, ჩვენ კი გენიოსებად მივიჩნევთ, რადგანაც ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლია, მას მართლა ცვლის.“ ამ ტექსტს ყველა დროის გენიოსების სურათები მოსდევდა: მეცნიერი ალბერტ აინშტაინი, მხატვარი პაბლო პიკასო, მარტინ ლუთერ კინგი, მოცეკვავე მარტა გრეჰემი, გამომგონებელი ტომას ედისონი… და ბევრი სხვა. რეკლამის ბოლოს შავ ფონზე Apple-ს ფერადი ლოგო ჩნდებოდა წარწერით: „იფიქრე სხვაგვარად.“

ამ რეკლამამ მოგვიანებით Emmy-ს პრესტიჟული პრიზი მოიგო და ბეჭდურ და სატელევიზიო სივრცეში ხუთი წლის მანძილზე იტრიალა. ეს რეკლამა ჯობსის შინაგან სამყაროს შეეხო, რეკლამის პრეზენტაზიაზე, მან იტირა: „როდესაც ცხოვრებაში სულისა და სიყვარულის სისპეტაკის წინაშე აღმოვჩნდები – ყოველთვის ვტირი. ეს ყოველივე ჩემს შინაგან სამყაროში შემოდის და მიპყრობს, მას ვერასდროს დავივიწყებ“ – ამბობდა ის.

Apple-ს გამზრახვა იყო, რომ სლოგანს მომხმარებლისათვის ეთქვა, თუ რის შესახებ ეფიქრა. ამ რეკლამამ დიდი აღიარება მოუტანა სარეკლამო კომპანიას, თუმცა ჯობსს სჭირდებოდა ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც მართლა დაანახებდა ყველას, რომ Apple „სხვაგვარად ფიქრობდა“.

Apple-ს რეკლამის სლოგანის „იფიქრე სხვაგვარად“ მიზანი იყო არა პროდუქციის გაყიდვა, არამედ კრეატულობის მნიშვნელობის ხაზგასმა. Apple, როგორც ბრენდი, ცდილობდა, არაორდინალურ ხალხთან ყოფილიყო გაიგივებული.

წყარო: კარენ ბლუმენტალი „სტივ ჯობსი – სხვაგვარად მოაზროვნე“
ვინ არის სტივ ჯობსი: ბიოგრაფია: სტივ ჯობსი (STEVEN PAUL JOBS)
ვინ არის ბილ გეიტსი: ბიოგრაფია: ბილ გეიტსი (BILL GATES)
რჩევები:
SEPtips: წარმატების წესები სტივ ჯობსისგან
SEPtips: რჩევები ბილ გეიტსისგან
SEPtips: ბილ გეიტსის რჩევები აბიტურიენტებს
საინტერესო ფაქტები:
SEPstory: ერთმანეთის რა თვისებებს ნატრობენ სტივ ჯობსი და ბილ გეიტსი
SEPstory: რა კავშირი აქვს სტივ ჯობსს ინტერნეტ-ქსელის (WWW) გამოგონებასთან
ფილმები:
ჯობსი / JOBS
სილიკონის ველის მეკობრეები /PIRATES OF SILICON VALLEY
მასალის გამოყენება: მასალის გამოყენების პირობები


SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).