პროფესიის ზოგადი დახასიათება

ქონების შეფასებას ღრმა ფესვები გააჩნია როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ეკონომიკაში. მე-20 საუკუნის 40-იანი წლებში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შემუშავებული იქნა შეფასების ძირითადად ერთმანეთის მსგავსი პრინციპები და მეთოდები, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში იწყებს შეფასება პროფესიის სახით ჩამოყალიბებას. 80-იან წლებამდე ეს პროცესი, საერთაშორისო ასპარეზზე გაუსვლელად, მეტ-ნაკლები ინტენსივობით ვითარდებოდა დიდ და პატარა ქვეყნებში.

შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების მანძილზე ქონების შეფასება ჩამოყალიბდა როგორც პროფესია, რომელიც ეფუძნება პროფესიული პრაქტიკის განვითარებულ სტანდარტებს. შემფასებლობითი საქმიანობა, მისი მრავალფეროვნებით, ყოვლისმომცველობით და სრულყოფისაკენ მუდმივი სწრაფვით წარმოადგენს იმ უნივერსალურ ინსტრუმენტს, რომელსაც ძალუძს განსხვავებული პროფილისა და იურიდიული სტატუსის მქონე საწარმოებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობა გაუწიოს მათი კუთვნილი ქონების სწორად შეფასების, უცხოურ ინვესტიციების მოზიდვისათვის ურთიერთხელსაყრელი პირობების შექმნის და ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმეში და აგრეთვე უზრუნველყოფს უძრავი ქონების სექტორის აქტიურ ჩართვას სახელმწიფო ქონებრივ ბრუნვაში და სახელმწიფო შემოსავლების მკვეთრ ზრდას.

შემფასებელი არის პირი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს  უძრავი და მოძრავი ქონება, არამატერიალური აქტივები, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, შესაფასებელი ქონებისათვის მიყენებული ზარალის ოდენობის განსაზღვრა, შესაბამისი დასკვნის მომზადება და მისი დაცვა. შემფასებლად  მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული განათლება.

მოვალეობები

  • შესაფასებელი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის დადგენა;
  • შეფასების დავალების განსაზღვრა და შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის შეგროვება;
  • შესაფასებელი ქონების გარე ექპერტიზა;
  • შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის შეგროვება ანალიზი;
  • შეფასების მეთოდების გამოყენება;
  • შესაფასებელი ქონების საბოლოო ღირებულების დადგენა და საშემფასებლო დასკვნის მომზადება.

სად შეიძლება დასაქმდეს

  • საშემფასებლო კომპანიებში;
  • ბანკებში;
  • სადაზღვევო კომპანიებში;
  • აუდიტორულ კომპანიებში;
  • საექსპერტო დაწესებულებებში, რომელთა მუშაობაც უკავშირდება ქონების შეფასებას.

შრომის საშუალო ანაზღაურება

800-1000 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:

[huge_it_portfolio id=”2″]

მეტი: პროფესიული სტანდარტი და მოდულები

წყაროWWW.EQE.GOV.GE
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).