რომან აბრამოვიჩი ყველაზე ცნობილი რუსი მილიარდერია, რომელიც ამჯამად 10,2 მლრდ დოლარის მფლობელია. ჩუკოტკის ყოფილი გუბერნატორი, დუმის ყოფილი დეპუტატი, კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, არა მხოლოდ დიდი უძრავ-მოძრავი ქონების პატრონია, არამედ მილიარდ დოლარად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების კოლექციაც აქვს.

1966 წელს სარატოვში დაბადებული და ადრე დაობლებული აბრამოვიჩის პირველი ბიზნესი1988 წელს კოოპერატივი „სიმყუდროვე“ იყო, რომელიც რეზინის სათამაშოებს უშვებდა. 90-იან წლებიდან ნავთობპროდუქტებით ვაჭრობაზე გადავიდა და მალე ყველაზე მდიდარ რუს ოლიგარქად გადაიქცა. მართალია, მის მერე სხვებიც გამოჩნდენენ, დღეს ზოგიერთ რუს მილიარდერს მასზე მეტი ქონებაც აქვს, მაგრამ აბრამოვიჩი მაინც ერთ-ერთი პირველია ახალ რუს მილიარდერებს შორის, რომელმაც მსოფლიო სახელი მოიხვეჭა.

ბიზნესმენს შვიდი შვილი ჰყავს. ამჟამად საყვარელ ქალთან – დარია ჟუკოვასთან ერთად ცხოვრობს, ვის გამოც დიდი ხნის ოჯახი დაანგრია და მშვენიერ სტიუარდესასა და ხუთი შვილის დედას დაშორდა.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).