კომერცია, იგივე ვაჭრობა, არის ადამიანის საქმიანობის სფერო, რომელიც ხორციელდება რაიმე ღირებულების ყიდვა-გაყიდვით; ეს ღირებულება შეიძლება წარმოადგენდეს საქონელს, მომსახურებას, ინფორმაციას, ფულს ან სხვა რამეს. ვაჭრობაში შეიძლება მონაწილეობდნენ ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები, ფირმები, სახელმწიფოები; სახელმწიფო ვაჭრობა ორი ფორმისაა: საშინაო (მათ შორის საცალო და საბითუმო) და საგარეო.

ვაჭრობას, როგორც მოვლენას, შეისწავლიან მეცნიერების ცალკეული დარგები:
1. ვაჭრობის ეკონომიკა
2. ვაჭრობის სტატისტიკა

პროდუქციის გაყიდვის სამი ძირითადი საშუალება არსებობს, არის მეოთხეც, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ძირითად საშუალებებში:

  • საცალო ვაჭრობა – უნივერმაღი, ბოსტნეულის, პურ-ფუნთუშეულის და სხვა პატარა მაღაზიები და ჯიხურები – ადამიანი შედის, ირჩევს საურველ საქონელს ან პროდუქტს და ყიდულობს.
  • პირდაპირი მიყიდვა – სავაჭრო, სადაზღვევო, სარეკლამო და სხვა სააგენტოები (სავაჭრო ფირმის წარმომადგენლები, კომვოიაჟერები) მიდიან პოტენციურ მყიდველთან (მათთან სამუშაო ადგილას ან სახლში) და სთავაზობენ საკუთარ პროდუქციას ან მომსახურებას. ასორტიმენტი უსაზღვროა – დაზღვევიდან ან სარეკლამო განცხადებიდან დაწყებული, ავეჯით და რთული საყოფაცხოვრებო დანადგარებით დამთავრებული. პირდაპირ მიყიდვებს განეკუთვნებიან სპეციალიზირებული მაღაზიებიც.
  • მრავალდონიანი მარკეტინგი ან Multi-Level Marketing (MLM) – ესაა ვაჭრობის განსაკუთრებული სისტემა. იგი ეშლებათ საცალო, უფრო ხშირად კი პირდაპირ მიყიდვებში, მას არ შეუძლია საქონლის და მომსახურების მოძრაობა; პროდუქციას უნდა იცნობდეთ ზედმიწევნით, უნდა მოიხმაროთ თქვენ და მოახდინოთ ამ პროდუქტის გავრცელება სიტყვით და დააინტერესოთ ნათესავები და ნაცნობები.
  • გაყიდვების მეოთხე საშუალებას შეიძლება პირობითად ვუწოდოთ „შეკვეთების მიწოდება ფოსტით“ – „პროდუქცია ფოსტით“, მაგრამ ეს საშუალება ახლოსაა პირდაპირ გაყიდვებთან.ვაჭრობა კაპიტალიზმის განვითარების უმნიშვნელოვანესი მექანიზმია, იგი წარმოიშვა შრომის საზოგადოებრივი დანაწილებისა და კერძო საკუთრების ბაზაზე.წყარო: დონ ფეილა, 10 გაკვეთილი ხელსახოცებზე მრავალდონიანი მარკეტინგი

    მასალის გამოყენების პირობები


SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).