პროფესიის ზოგადი დახასიათება

მენეჯმენტი მართვის მეცნიერებაა, რომლის, როგორც მეცნიერების წარმოშობა დაიწყო XIX საუკუნის ბოლოდან, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს განაპირობა იმ ობიექტურმა პროცესებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აშშ-ის ეკონომიკაში. წარმოების, კაპიტალის კონცენტრაციამ და კონკურენციის გამწვავებამ, რაც დამახასიათებელია საბაზრო ეკონომიკისათვის, დღის წესრიგში დააყენა საკითხი მეურნეობის გაძღოლის ახალი კონცეფციის – მენეჯმენტის დამუშავებისა და საჭირო პერსონალის (მენეჯერების) მომზადების შესახებ. სიტყვა „მენეჯერი“ ასოცირდება ადამიანთან, მართვის სუბიექტთან, რომელსაც ხელმძღვანელი თანამდებობა უკავია ორგანიზაციაში.

ოფისის მენეჯერი არის კოორდინატორული ცენტრი დაწესებულებისა, რომელმაც იცის ყველა მისი თანამშრომლის ადგილსამყოფელი, დოკუმენტების მართებული გაფორმება, მოლაპარაკებათა ორგანიზება და დაწესებულების საქმიანობის სხვა მრავალი წვრილმანი საკითხები. ოფისის მენეჯერი არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც შედის ხელმძღვანელის კომპეტენციაში, თუმცა ის უზრუნველყოფს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესრულებას.

ოფისის მენეჯერის საქმიანობაში უდიდეს როლს თამაშობს ისეთი თვისებები, როგორიცაა ენერგიულობა, თვითდისციპლინა, თვითკონტროლი, გამბედაობა, ინიციატივიანობა, სამართლიანობა და სხვ. ოფისის მენეჯერს ზოგჯერ მდივან-რეფერენტსაც უწოდებენ. ოფისის მენეჯერად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული განათლება.

მოვალეობები

  • საოფისე საქმიანობის ადმინისტრირება;
  • საოფისე მარაგების მართვა;
  • კორესპონდენციის ორგანიზება;
  • დოკუმენტების (საგანმკარგულებლო, საინფორმციო, სააღმსრულებლო) პროექტების შედგენა;
  • პერსონალის საქმიანობის ორგანიზება და საკადრო საქმისწარმოება;
  • სტუმართა მიღებისა და ღონისძიებების ორგანიზება.

სად შეიძლება დასაქმდეს

  • საჯარო და კერძო დაწესებულებებში ოფისის მენეჯერად;
  • ხელმძღვანელის თანაშემწედ;
  • ორგანიზაციის შესაბამისი ადმინისტრაციული სრუქტურული ერთეულის სპეციალისტად.

შრომის საშუალო ანაზღაურება

800-1000 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:

[huge_it_portfolio id=”2″]

მეტი: პროფესიული სტანდარტი და მოდულები

წყაროWWW.EQE.GOV.GE
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).