მარკ ცუკერბერგის ბიოგრაფია საინტერესოდ აღწერს მის პიროვნებას. მარკი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის დამფუძნებელი და მილიარდერია. მარკ ცუკერბერგი დაიბადა 1984 წლის 24 მაისს, ნიუ-იორკის შტატში, ქალაქ უაიტ-პლეინსში, ებრაულ ოჯახში. მამამისი სტომატოლოგია, ხოლო დედა ფსიქოლოგი, ჰყავს სამი და. მისი სრული სახელია მარკ ელიოტ ცუკერბერგი. მარკის მეუღლე მისი დიდი ხნის მეგობარი პრისცილა ჩანია.

პრისცილა ჩან - მარკ ცუკერბერგის მეუღლე
მარკ ცუკერბერგი თავის მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად.

მარკი სკოლის ასაკში დაინტერესდა კომპიუტერული პროგრამირებით, ქსელური თამაშების შექმნაც სცადა. მან Facebook-ის შექმნა მეგობრებთან, კრის ჰიუზსა და დასტინ მოსკოვიცთან ერთად სტუდენტობისას წამოიწყო. ფინანსური დახმარება ამ ჭკვიან ბიჭებს ბრაზილიელმა სტუდენტმა ედუარდო სავერინმა გაუწია.

დღეს ცუკერბერგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. მიუხედავად ამისა, ის არ შეცვლილა, უბრალოდ ცხოვრობს, არ უყვარს პომპეზურობა და ფუფუნება. მარკი დამწყებ ბიზნესმენებს უზიარებს საკუთარ გამოცდილებას და ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას.