ფორდი ლეგენდარული ადამიანი იყო, უდიდესი ავტოსაწარმოს დამაარსებელი და XX საუკუნის საუკეთესო ბიზნესმენი. Ford Motor Company-ს შემქმნელი ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა თავად შექმნას საკუთარი თავი.

16 წლის სახლიდან გაიქცა (დაიბადა ირლაინდიელი ემიგრანტების ოჯახში, დეტროიტის შემოგარენში, ფერმაში) და დეტროიტში მექანიკოსის თანაშემწედ მუშაობდა. 30 წლისამ ააწყო თავისი პირველი მანქანა, 40 წლისამ კი უკვე „ფორდის“ კომპანია დაარსა.

ჟურნალმა „ფორბსმა“ ჰენრი ფორდის ქონება, დოლარის დღევანდელ კურსზე გადაყვანით, 188 მლრდ დოლარად შეაფასა.

ჰენრი ფორდს მთელს მსოფლიოში ჰქონდა ავტოქარხნები. აშშ-ში 161 პატენტის ავტორი იყო. მისი ლოზუნგი გახლდათ „ავტომობილი ყველასთვის” – ფორდის ქარხანა უშვებდა ყველაზე იაფფასიან ავტომანქანებს ავტომანქანათმშენებლობის ეპოქის დასაწყისში. Ford Motor Company დღემდე არსებობს.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).