პროფესიის ზოგადი დახასიათება

ბაგა-ბაღი წარმოადგენს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას,  რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს. პირველი საბავშვო ბაღი, სახელწოდებით – „სკოლა ჩვილებისათვის“, ინგლისელი ფილოსოფოსის, რობერტ ოუენის ორგანიზებით გაიხსნა 1802 წელს, შოტლანდიის სოფელ ნიუ-ლენარკში.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას პირველად „საბავშვო ბაღი“, დიდმა გერმანელმა პედაგოგმა ფრიდრიხ ვილჰემედ ავგუს ფრიობელმა 1837 წელს უწოდა. ბაგა-ბაღის უმთავრესი მიზანია პატარებისათვის პირველადი მინიმალური ცოდნის მიცემა, მათი ფიზიკური, ინტელექტუალური და მხატვრულ-ესთეტიკური აღზრდა.

ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი არის პირი, რომელიც შეძლებს ადრეულ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის მან უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემოს შექმნა. მას ასევე უნდა შეეძლოს ბავშვის ოჯახთან, ბაღის კოლექტივთან,  სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ბაგა-ბაღის აღმზრდელ პედაგოგად მუშაობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს საამისო პროფესიული განათლება.

მოვალეობები

  • ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
  • სააღმზრდელო პროცესის მართვა პოზიტიური გაძღოლის პრინციპების გამოყენებით;
  • წარმატებული, უსაფრთხო მხარდამჭერი აღმზრდელობითი გარემოს შექმნა.

სად შეიძლება დასაქმდეს

  • ბაგა-ბაღში;
  • სასკოლო მზაობის პროგრამებში;
  • კერძო საბავშვო დაწესებულებებში;
  • საბავშვო გასართობ ცენტრებში;
  • დღის ცენტრებში;
  • სკოლამდელი ასაკის ბავშვის მომსახურების ცენტრებში.

შრომის საშუალო ანაზღაურება

700-900 ლარი, სამუშაო გამოცდილების მიხედვით.

პროფესიის დაუფლება შესაძლებელია შემდეგ ავტორიზებულ სასწავლებლებში:

[huge_it_portfolio id=”2″]

მეტი: პროფესიული სტანდარტი და მოდულები

წყაროWWW.EQE.GOV.GE
SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).