ასოციაციის შესახებ | SEPIA.GE
ასოციაციის შესახებ

მისია

SEPIA (სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია — სახსა, ინგლ. Students and Entrants Promotion International Association, დაარსდა 2014 წლის 12 ნოემბერს, ქ. თბილისში) — ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მისიას წარმოადგენს სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობა (STUDENTS PROMOTION), მათი მოტივაციის გაზრდა წარმატების მისაღწევად, ასევე მათი დახმარება მომავალი პროფესიის არჩევასა და დასაქმებაში. SEPIA-ს სლოგანია – „უფრო მეტი, ვიდრე იცი“.

SEPIA მოიძიებს წარმატების პრინციპებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Apple, Microsoft, Sony და სხვა მრავალი. ასეთი ინფორმაცია მრავლად არის ინტერნეტსა თუ ლიტერატურაში, თუმცა ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ამ ინფორმაციის დამუშავება და სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის მიწოდება მაქსიმალურად გასაგები და საინტერესო ფორმით.

მიზნები

  1. სტუდენტთა და აბიტურიენტთა პროფესიული ორიენტაცია;
  2. სტუდენტთა და აბიტურიენტთა მოტივირება;
  3. ლექტორთა და მასწავლებელთა მოტივირება;
  4. ასოციაციის წევრთა ხელშეწყობა დასაქმებაში ან/და კარიერულ წინსვლაში;
  5. ასოციაციის წევრთა მოტივირება და ხელშეწყობა საკუთარი ბიზნესის წამოწყების ან თვითდასაქმების მიზნით;
  6. სტუდენტთა და აბიტურიენტთა ინფორმირება/კონსულტირება;
  7. სტუდენტთა და აბიტურიენტთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა.

საქმიანობა

  1. ეწევა საგანმანათლებლო-შემეცნებით საქმიანობას როგორც უშუალოდ, ისე დისტანციური ფომით;
  2. ეწევა სამეცნიერო, საგამომცემლო და მთარგმნელობით საქმიანობას;
  3. ორგანიზებას უწევს მასტერ-კლასების, ტრენინგების, ლექცია-სემინარების, ვებინარებისა თუ სხვა აქტივობების გამართვას, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ;
  4. თანამშრომლობს ადგილობრივ ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ადამიანებთან, სასწავლებლებთან, კომპანიებთან რომლებსაც სურვილი აქვთ ხელი შეუწყონ ასოციაციის მიზნების რეალიზებას;
  5. ორგანიზებას უწევს მასტერ-კლასების, ტრენინგების, ლექცია-სემინარების, ვებინარებისა თუ სხვა აქტივობების გამართვას ლექტორ-მასწავლებელთათვის, სწავლების თანამედროვე და ეფექტური მეთოდებისა და ინსტრუმენტების შესახებ;
  6. ქმნის ასოციაციის სტრუქტურულ ერთეულებს როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასვე მის ფარგლებს გარეთ;
  7. ეწევა დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომელიც არ ცვლის მისი, როგორც არასამეწარმეო იურიდიული პირის ხასიათს;
  8. ახდენს ქონების დაგროვებას საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის;
  9. გასცემს გრანტს განსაკუთრებით გამორჩეული წევრების სწავლის დასაფინანსებლად;
  10. ეწევა სხვა საქმიანობას, რომელიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.

ლოგოები

1. მთავარი ლოგო:

2. ლოგო ფეისბუკის პროფილისთვის:
3. ლოგო ვებ-გვერდისთვის:

4. ლოგო ვიდეოებისთვის:

მეტი: SEPIA ვიკიპედიაზე