ამანისო ორტეგას  დღეს 64 მლრდ დოლარი აქვს. ის ესპანეთში უმდიდრესი კაცია, რომლის ქონება მსოფლიო ბრენდ „ზარას“ დამსახურებაა. 2012 წელს სავაჭრო იმპერია Inditex-ის (იმავე ზარას) დამაარსებელი ამანსიო ორტეგა მდიდართა რეიტინგის ყველაზე მოწინავე მონაწილედ აღიარეს. მაღაზიათა ქსელის ინტენსიური ზრდის წყალობით მისი ქონება წლის განმავლობაში 19,5 მლრდ დოლარით გაიზარდა. ორტეგამ ბერნარ არნოს წაართვა ევროპის უმდიდრესი ბიზნესმენის სახელი და გლობალურ რეიტინგში თვით უორენ ბაფეტიც დაჩრდილა.
ორტეგა, ჩვენი რეიტინგის მილიარდერთა უმეტესობის მსგავსად, ე.წ. self-made man-ია, ანუ ადამიანი, რომელმაც თავისი ხელით შექმნა თავისი წარმატება. 13 წლისამ სკოლაში სწავლა მიატოვა და ტანსაცმლის მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. საკუთარი წარმოების პირველი პროდუქცია კი ყოფილ ცოლთან ერთად შექმნა, თავისივე მისაღებ ოთახში (მისი ყოფილი ცოლიც დღეს უმდიდრეს ქალთა სიის უცვლელი წევრია – ავტ.). მართალია, ზარას ხშირად ადანაშაულებენ, მსოფლიოს ცნობილი კუტიურიეების კოლექციების კოპირებას ახდენს და მერე გაცილებით იაფად ყიდის თავისი ბრენდის სახელითო, მაგრამ ფაქტია, „ზარა“ ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი გახდა მსოფლიოში.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).