აიკ ბატისტა ბრაზილიის უმდიდრესი ადამიანია, კარგა ხანს „ფორბსის“ სიაში სოლიდური პოზიცია ეკავა 30 მლრდ დოლარის ოდენობის ქონებით.

მართალია შარშანდელი წელი მისთვის შედარებით წამგებიანი იყო, მაგრამ წელს კვლავ წარმატებით აგრძელებს სვლას და 1,7 მლრდ დოლარით იმყარებს პოზიციას მილიარდერთა რეიტინგში.

აიკ ბატისტა 1956 წელს დაიბადა ბრაზილიის სამთო საბადოებისა და ენერგეტიკის მინისტრ ელიეზერ ბატისტა და სილვას ოჯახში. თავისი გზაც სამთო მრეწველობას გაუკავშირა, თუმცა, მანამდე უნივერსიტეტი მიატოვა და ოქროს მომპოვებლებს შეუერთდა, როგორც ჩვეულებრივი მუშა.

ოქროს მოპოვებისას ნაშოვნი ფული სხვადასხვა საბადოში დააბანდა, მერე მიჰყო ხელი ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ოქროთი და ალმასით ვაჭრობას, დიდი ფულიც დააგროვა და ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.

წყარო: 20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები

SEPIA
მასალის ავტორია სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაცია (SEPIA).